ავტორი:

"გოგო ყვიროდა და შველას ითხოვდა" - ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

"გოგო ყვიროდა და შველას ითხოვდა" - ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

ქუთაისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებზე AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ქალის მეზობელი ესაუბრა. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს. ანა ჩალაძის თქმით, ახალგაზრდა ქალს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

"ეს გოგო თავის დაქალთან ერთად ქირით ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად. როგორც ვიცი, ქუთაისელი იყო. რატომ მოკლეს და ვის შეიძლებოდა ეს სისასტიკე ჩაედინა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გოგო ყვიროდა და შველას ითხოვდა. ალბათ დროულად ვერ მიეშველნენ. მე პატარა ბავშვი მყავს და გვიან მივედი იქ. უკვე პატრული გამოძახებული იყო და კარს ამტვრევდნენ, რომ შიგნით შესულიყვნენ. დანაშაული მრავალსართულიანი სახლის მესამე სართულზე მოხდა. ალბათ რომ მოკლა ფანჯრიდან გადახტა მკვლელი და მიიმალა. საშინელება ხდებოდა. ყველა გაოგნებულია, ასე როგორ გაიმეტეს. მე პირადად არ ვიცნობდი გარდაცვლილს და მომხდარზე მეტი არაფერი ვიცი", - გვიამბო გარდაცვლილის მეზობელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა ჯერ მაშველები გამოიძახეს, რომლებიც შინ ვერ შევიდნენ, ვიდრე სამართალდამცავები არ მივიდნენ ადგილზე.

მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ბარ “ბაუჰაუსიდან” დაკარგული ახალგაზრდა ქალია, ბიჭის ძებნა გრძელდება - შსს

ბარ "ბაუჰაუსის“ მიმდებარედ წყალში ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალია