ავტორი:

მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ბარ “ბაუჰაუსიდან” დაკარგული ახალგაზრდა ქალია, ბიჭის ძებნა გრძელდება - შსს

მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ბარ “ბაუჰაუსიდან” დაკარგული ახალგაზრდა ქალია, ბიჭის ძებნა გრძელდება - შსს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მტკვარში მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის თაობაზე განცახდება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს".

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე