ავტორი:

მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე

მხატვარი ჰიტლერი და დამსხვრეული ოცნებები, რომელმაც ის მსოფლიოში უსასტიკეს ლიდერად აქცია - დიქტატორის  უცნობი მხარე

მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ლიდერებს შორის, ადოლფ ჰიტლერს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი პერსონა წლების განმავლობაში ადამიანების ყურადღებას იპყრობს, საზოგადოებას აინტერესებს, როგორი იყო ის მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა, ჰყავდა თუ არა საყვარელი ადამიანები, რით ინტერესდებოდა, რამ აქცია ცივსისხლიან ადამიანად.

ჰიტლერის ბიოგრაფია და განსაკუთრებით მისი ცხოვრების ადრეული წლები ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ერთ დროს ის შესაძლოა, ძალიან მგრძნობიარე ადამიანიც კი იყო და იმ ფაქტმა, რომ ცხოვრებაში ბევრ წინააღმდეგობას, უარყოფას წააწყდა, საბოლოო ჯამში, დიდი გავლენა იქონია და ყველაზე სასტიკ დიქტატორად აქცია.

მისი ბიოგრაფიიდან ბევრი პასაჟი იპყრობს ყურადღებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ჰიტლერი შემოქმედი ადამიანი იყო და მხატვრობის ნიჭი ჰქონდა. ცხოვრების ადრეულ წლებში მხატვრობით ყოფილა გატაცებული. ის ნახატებს მანამდე ქმნიდა, ვიდრე კაცობრიობის წინაშე ყველაზე საშინელ დანაშაულებს ჩაიდენდა.

ჰიტლერის, როგორც მხატვრის მოღვაწეობა 1908-1913 წლებს უკავშირებდება, როდესაც ვენაში ცხოვრობდა. თავის ნამუშევრებს ჰყიდდა და თავი მიღებული შემოსავლით გაჰქონდა. ფიურერის ნახატები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს. და სხვადასხვა დროს ეს ნამუშევრები აუქციონზე ათიათასობით დოლარად გაიყიდა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ჰიტლერს თავისი ნამუშევრებით მხატვრობაში სიახლე არ შემოუტანია, ის კლასიკოს მხატვართა გავლენას განიცდიდა. სპეციალისტთა აზრით, ჰიტლერის ნამუშევრებში იგრძნობა იტალიური რენესანსის, რომაული კლასიციზმისა და ნეოკლასიციზმის გავლენა. როგორც ჩანს, ჰიტლერს მოსწონდა სიმბოლოების გამოყენებაც. მის ნამუშევრებში სიმბოლოებს უხვად შეხვდებით.

  • დამსხვრეული ოცნებები

ავტობიოგრაფიულ წიგნში Mein Kampf, ადოლფ ჰიტლერი წერს, რომ სურდა მხატვარი გამხდარიყო და ეს მისი ოცნება იყო, თუმცა ოცნებები მაშინ დაემსხვრა, როდესაც ვენის ხელოვნების აკადემიაში ვერ ჩააბარა. ჰიტლერმა უნივერსიტეტში ჩაბარება ორჯერ სცადა - პირველად 1907 წელს, ხოლო მეორედ - 1908 წელს, თუმცა გამომცდელებმა მისი ნამუშევრები ორივე ჯერზე დაიწუნეს. უთხრეს, რომ მხატვრობაში ნიჭი არ ჰქონდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ ბედს არქიტექტურაში ცდიდა.

უნიჭოდ მიჩნეული ჰიტლერი ვერ შეეგუა უარყოფას. დღეს ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი ყოფილიყო მის ცხოვრებაში გარდამტეხი, შესაძლოა, სწორედ ამ უარყოფამ უბიძგა მას, რომ სხვებისთვის თავისი ძალა დაემტკიცებინა და მალე მსოფლიოს უსასტიკეს ლიდერად მოევლინა.

მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ წიგნში Blue Book, გამოქვეყნებულია დიალოგი ჰიტლერსა და ბრიტანელ პოლიტიკოს ნევილ ჰენდერსონს შორის, რომელიც 1939 წელს შედგა. ჰიტლერი ეუბნება ჰენდერსონს:

მე შემოქმედი ვარ და არა პოლიტიკოსი, მე მსურს ჩემი ცხოვრება დავასრულო ისე, როგორც შემოქმედმა

ჰიტლერის ნახატების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შტატებში წაიღეს და ქვეყნის მთავრობის მფლობელობაშია. სხვა ნახატებს კი კერძო პირები ფლობენ. 2000 წელს მისი რამდენიმე ნახატი აუქციონზე გაიყიდა. 2009 წელს მისი ერთი ნახატი აუქციონზე 143 358 დოლარად გაიყიდა. ნაცისტების ლიდერის ნამუშევრები ბევრი სხვადასხვა აუქციონის სტუმარია და ყოველთვის იპყრობს კერძო კოლექციონერების დიდ ყურადღებას.

რაც უფრო მსუქნებია მინისტრები, მით მეტად გამხდრები არიან რიგითი მოქალაქეები - რა კავშირია ჭარბ წონასა და კორუფციას შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში?

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში