მომავლის ავტობუსი ჩინურია

მომავლის ავტობუსი ჩინურია

ავტობუსს, რომელიც აღჭურვილია ელექტროძრავით, მზის ბატარეებითა და გადაადგილდება როგორც ელექტრული, ისე მზის ენერგიით, ათასზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. როგორც ამბობენ, კონცეპტი მხოლოდ ნახატი არაა და ის პირველი რეალური მოდელია, რომელიც პეკინის ქუჩებში ახლო მომავალში გამოჩნდება.

ავტობუსი, რომელსაც 3D Fast Bus ეწოდება, საავტომობილო გზაზე დამონტაჟებულ სპეციალურ ბილიკებზე, 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. თაღის ფორმის პლატფორმის წყალობით ავტობუსი სატრანსპორტო ნაკადის თავზე იმოძრავებს და გადატვირთული მოძრაობა მას არ შეაფერხებს.

გზის გაკონტროლებაში ავტობუსის მძღოლს რადარები ეხმარებიან, რომლებიც საშიშროების შემთხვევაში ხმოვან სიგნალს იძლევა.

ავტობუსის ავტორი ჩინელი ინჟინერი შენჟენ ხუაში მიიჩნევს, რომ მისი გამოგონება წაადგება როგორც ჩინეთს, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. 3D Fast Bus ხელს უწყობს ქუჩების განტვირთვას, არ აბინძურებს ჰაერს და წელიწადში 860 ტონა საწვავს ზოგავს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)