ავტორი:

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?
  • სტატიის განახლება: სტატია გამოქვეყნებული იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანში გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამისად, სტატიაში გამოთქმული ყველა ვარაუდი და ეჭვი, ახლა კიდევ უფრო მძფრდება.

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ამდენი დღეა სამართალდამცველები დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

"სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობთო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არცერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, მეხუთე დღეა, რაც გაუჩინარებულ გოგონას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეძებენ. 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას 11 საათზე გავიდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ სოფელ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი ამოიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ოჯახისთვის უცნობია, რა უნდოდა გოგონას სოფელ ხაიშში, სადაც მას არც მეგობარი და არც ნათესავი ჰყავდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მათი ვერსიით, შესაძლოა გატაცებასთან გვქონდეს საქმე. დაკარგულის მშობლების ვერსიით, შვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურს უკავშირდებოდეს. გოგონა სასახურიდან 2 დღის წამოსული იყო, თუმცა დამსაქმებელი კომპანია ("ზეგ-ზენ ონჟინერინგ გრუპი") სამსახურში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. სამძებრო ოპერაციის პარალელურად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 3 დღეა, რაც გოგონას პერსონალური (სამსახურის) კომპიუტერი ამოიღეს, რომელშიც შესაძლოა საკვანძო ინფორმაცია ინახებოდეს, რაც გამოძიებას სწორ კვალზე დააყენებს. გოგონას ახლობლების თქმით, მათ პაროლის გარკვევა და კომპიუტერის გატეხვა ჯერ ვერ მოახერხეს.

გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

როგორც დედა ამბობს, თამუნამ განათლება საფრანგეთში მიიღო კიბერუსაფრთხოების დარგში და საგულისხმოა ის გარემოება, რომ მან ზუსტად არ იცის, სად.

პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი წაიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

თეონა თამაზაშვილი, თამუნა ბაჩალიაშვილის დედა:

- მგონია, რომ ბავშვი სახლიდან გაიტყუეს, თამუნა იმ დღეს არსად აპირებდა გასვლას. მით უფრო რა უნდოდა იმ სოფელში, სადაც არავის იცნობს. პოლიციელები გვეუბნებიან, ვარკვევთო, მაგრამ აქამდე არაფერი გაურკვევიათ, რა ვერსია აქვთ, მითხრან. ჩემი შვილის მანქანა ვიღაცას ავტოფარეხში აქვს დამალული და ამას ვერც დრონი იპოვის და ვერც ვერტმფრენი. იმედი მაინც მომცენ, რამე მითხრან, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. მეხუთე დღეა მეუბნებიან, ვეძებთო, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩემი ბოლო იმედი კომპიუტერი იყო და მეუბნებიან, ვერ გავხსენით, პაროლი არ ვიცითო. მგონია, რომ თამუნას კომპიუტერში ინახება სპეციალური მასალები, რომლითაც გაადვილდება მისი პოვნა. თამუნა დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა და ზუსტად არ ვიცი, რა სამუშაოებს ასრულებდა. ამბობდა, კანადიდან მოდის შეკვეთები, მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ეჭვი მაქვს, შეიძლება რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა...

დეა კაპანაძე, თამუნას მეგობარი:

- თამუნა ჩემი ახლო მეგობარია. აბიტურიენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად მოვდივართ. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. ბოლოს 12 ივლისის საღამოს ველაპარაკე. 11-ში დედას დაბადების დღე ჰქონდა, ტორტი უყიდა, სიურპრიზის გაკეთებასაც აპირებდა კიდევ, ამას მიყვებოდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, მისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. მამამ სამსახურზე თქვა რაღაც, მის გაუჩინარებას ამას ვუკავშირებო. ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ, კარგა ხანია ვიცოდი, რომ სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის პოვნა უნდოდა, კარგი ანაზღაურებით, - როგორც თვითონ მეუბნებოდა. თამუნა ადრე საფრანგეთში სწავლობდა, ორჯერ იყო წასული 6-6 თვე, დიპლომი აიღო და რა საგნებიც იქ გაიარა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა არ ჩაუთვალა და დამატებით ერთი წელი დაემატა, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ კომპანიაში პროგრამისტი იყო. თამუნა ლამაზი გოგოა და ბევრი ბიჭი სწერდა, მაგრამ როგორც ასეთი, შეყვარებული არ ჰყავდა, არ აინტერესებდა, უნდოდა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. არ ვიცი, ვერ ვაზროვნებ, რა უნდოდა თეთრიწყაროში, რაღაც ბურუსითაა მოცული ეს ყველაფერი. უცნობის გამო თამუნა არსად წავიდოდა. არის ვერსია, რომ ნაცნობმა დაიბარა, ვითომ რაღაც გასაუბრების მოტივით. გაპარვის და გათხოვების ვერსიას გამოვრიცხავ. პოლიციამ პირველ რიგში დედათა მონასტერი შეამოწმა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. ახლა მთავარი მისი ფაილებია, ვნახოთ, რას მოიპოვებს პოლიცია.

ნანა ფიცხელაური

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე