ავტორი:

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მომხმარებელმა რაც უნდა წაშალოს, ის კვალს მაინც ტოვებს. ყველა მოქმედება სერვერულად იწერება და დოკუმენტირდება", - ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.

- ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილის კომპიუტერზე ლუქი ახსნილი დახვდა. თქვენი აზრით, როდის გაიხსნა კომპიუტერი?

- როგორც ვიცი, კომპიუტერი სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრში გაიხსნა და ლუქი იყო თუ არა ახსნილი, ამას კომპიუტერში შეღწევასთან კავშირი არა აქვს.

- ვარაუდობენ, რომ ფაილების ნაწილი წაშლილია, გახსნის დღეს გაქრა გოგონას "ფეისბუკის" გვერდიც...

- თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპიუტერში ნებისმიერი წაშლილი ფაილი აღდგეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგამოძიებო ორგანოებს აქვთ ამის საშუალება. ამერიკასა და FBI-სთან ურთიერთობა იმ დონეზეა, რომ ყველანაირი დახმარება შესაძლებელია. ფაილების აღდგენა საქართველოშიც შეიძლება.

- აკაუნტის გაქრობა გარედან, სხვისი ხელით შესაძლებელია?

- თუ პაროლი და პასვორდი იცი, შესაძლებელია.

- რა დრო შეიძლება დასჭირდეს წაშლილი ფაილების აღდგენას?

- სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნით "ფეისბუკის" ადმინისტრაციას შეუძლია ფაილები დააბრუნოს. კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაცია მომხმარებელმა რაც უნდა წაშალოს, ის კვალს ყოველთვის ტოვებს.

- იმის დადგენა და აღდგენა თუ შეიძლება, ადამიანმა რა დროს და სად წაშალა ინფორმაცია?

- წაშლა არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია სისტემიდან ამოიშალა, უბრალოდ, მას იქ ვეღარ ვხედავთ, სადაც ადრე იყო.

- შესაძლებელია კონტრაქტორი კომპანიებისგან მიღებული და შემდგომ გაგზავნილი ინფორმაციის აღდგენა?

- კომპიუტერულ სისტემაში ყველა მოქმედების აღდგენაა შესაძლებელი, თუ ის მოყვარულმა წაშალა, მაგრამ თუ ერთმანეთს ებრძვის ორი კიბერდანაყოფი, საქმე გართულდება, მაგრამ აღდგენა მაინც შესაძლებელია. თუ გოგონას კომპიუტერში არ არის, მაშინ იქნება იმ პლატფორმების სერვერზე, როგორიცაა "გუგლი", "ფეისბუკი", "იაჰუ" და სხვა, რომლებიც გოგონამ გამოიყენა.

გოგონას ბექგრაუნდიდან გამომდინარე, მას რთული პაროლი უნდა ჰქონოდა. კომპიუტერის მცოდნეს, პროგრამისტს, რომელიც სახლში არაფერს ამბობდა თავის საქმიანობაზე, პასვორდიც დამალული ექნებოდა. მეორე მხრივ, მსგავსი გამოცდილების ადამიანს რაიმე საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არც შეინახავდა. ამიტომ ისიც დასაშვებია, რომ კომპიუტერზე მარტივი პასვორდი ჰქონოდა და მასში სერიოზული არც არაფერი აღმოჩნდეს...წაიკითხეთ სრულად

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"სასიამოვნოდ გაოცებული გახლავართ" - რას წერს მირიან ნიკოლაძე  შაქარაშვილის  საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტზე