ავტორი:

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება

თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, წესები კი მკაცრდება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, სადაც მთელი რიგი ცვლილებები იყო გაწერილი. პარლამენტმა კი ეს კანონი მიიღო.

„ვფიქრობ ამ ცვლილებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემები, რაც პარკირების მიმართულებითაა, ყველანაირად იყოს მოწესრიგებული და ქალაქში ყველამ იცოდეს თავისი ადგილი.

ცვლილებების თანახმად, A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების შემთხვევაში, ჯარიმა არსებული 10 ლარის ნაცვლად, გახდა 50 ლარი. ეს სივრცეები არის გამოყოფილი მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე გვაქვს შემთხვევები, რომ არის ამ ადგილებში არა ელექტრომობილები, არამედ ჩვეულებრივი ავტომობილები დგანან, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ელექტრომობილების მფლობელებს. შესაბამისად, ჯარიმა, რომელიც იყო 10 ლარი, გახდება 50 ლარი.

ასევე, პარკირების ადგილებზე სხვადასხვა რაიონებში განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ავტომობილები თვეობით და წლობით იყო გაჩერებული, მაგალითად, კოტე აფხაზის და სხვა ქუჩებზე, სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებს, აქაც ჯარიმა 10 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, განმეორებით შემთხვევაში კი გაორმაგდება ჯარიმა და იქნება 200 ლარი.

სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება მფლობელს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში შეეძლება, მეტი დროით გაჩერების შემთხვევაში ავტომობილის მესაკუთრე დაჯარიმდება 50 ლარით. აკრძალული ნიშნის „აქ დგომა აკრძალულია“ და ა.შ. მოთხოვნის დაუცველობისას კი ჩვენს უფლებებს, მანქანის ბლოკირების უფლებაც დაემატება.

პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ-ვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო თუ პირი პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის მას ჯარიმის თანხა 20 პროცენტით შეუმცირდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

"სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები" - საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულების მკურნალობა დღეიდან იწყება

ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება

წელს "თბილისობა" არ გაიმართება - კახა კალაძე