ავტორი:

"სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები" - საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულების მკურნალობა დღეიდან იწყება

"სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ ბავშვები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები" - საკარანტინო სივრცეში ინფიცირებულების მკურნალობა დღეიდან იწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები. მისი განმარტებით, მკურნალობას საკარანტინო სივრცეში უსიმპტომო პაციენტები გაივლიან.

„დღეიდან სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ექიმები იხელმძღვანელებენ. შემდეგი მიდგომა იქნება, 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში.

პირველ ეტაპზე სამი სასტუმროა გამოყოფილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კოვიდინფიცირებულებისთვის არის 600 საწოლი საავადმყოფოებში, აქედან დატვირთულია 65%. არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია.

„ამ ეტაპისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილია 600 საწოლი საავადმყოფოებში, დატვირთვა არის 65%. ამ დატვირთვის შემთხვევაშიც, არის რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები სასტუმროებში გადავიყვანოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საკარანტინო სივრცეში მკურნალობა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე სამ სასტუმროში დღეიდან დაიწყება.

„65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება. უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“, - განაცხადა მინისტრმა.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ახალ "მარშრუტკებს" შემოიყვანს

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

მთავრობამ 6 თვეში საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა - რამდენია მთავრობის საგარეო ვალი ა.წ. 30 ივნისის მდგომარეობით