ავტორი:

"რამდენიმე დღის გარდაცვლილია, ცხედარს ცუდი ფერი აქვს" - რას აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?

"რამდენიმე დღის გარდაცვლილია, ცხედარს ცუდი ფერი აქვს" - რას აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი?

თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავები იმყოფებიან. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიაზე გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.

როგორც "ტვ პირველს" ადგილზე ჩასულმა, ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილს განუცხადა, ცხედარი მანქნაიდან ჯერ არ გადმოუსვენებიათ.

"კარგი არაფერი არ მინახავს... ექსპერტები არიან ადგილზე, მოხდება მანქანის გახსნა და ცხედრის გადმოყვანა, შემდეგ ექსპერტიზაზე იქნება წაყვანილი და დაგდინებდა, რისგან გარდაიცვალა. აუცილებად ვაპირებ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას, უკვე დავრეკე და საქმეში მარიამ ჯიშკარიანი ჩაერთვება. გარკვეულწილად შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ არის სრული ნდობა ექსპერტების მიმართ. ოჯახში მრავალი ვერსია განიხილება და ჩემი მხრიდან დეტალურად გადავხედავ მასალებს, ყველაფერი შესაძლებელია და თუ გადავხედავთ გარემოს, ამ გარემოდან გამომდინარე 5 დღე რატომ ვერ მოძებნეს ამაზეც ბევრი კითხვის ნიშანია, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, საცოდავი ბავშვი წინ არა, მაგრამ უკანა სავარძელზე იპოვეს. დეტალურად არ დამითვალიერებია, მამასთან ერთად მივედი და მამის დაწყნარეაბა უფრო მომიწია. ცხედრის მდგომარეობაზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს. საეჭვოა ის, რომ არაფერი უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ აღმოეჩინათ ამდენი ხანი. გაიხსნება მანქანა და გამოჩნდება რაღაცები. მე გუშინ ჩავერთე საქმეში და გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, მას კითხვის ნიშნები აქვს გარემოებებთან დაკავშირებით.

„მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, აეროგადაღება იყო გამოყენებული. ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

"გზაზე გიორგი შაქარაშვილმა მითხრა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია" - დიჯეი კოკო ღიბრაძე ტრაგედიის ღამეს დეტალურად იხსენებს

"გაუჩინარებამდე სოციალურ ქსელში დედა დაბლოკა და წერილი დატოვა" - თბილისში კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ

"პოლიციამ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ანტიარითმიული გულის წამალი ამოიღო, რომელსაც 20 აბი აკლდა" - "იმედი"