ავტორი:

ფოთში სასწრაფო დახმარების მანქანაში ქალმა იმშობიარა - "ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა..."

ფოთში სასწრაფო დახმარების მანქანაში ქალმა იმშობიარა - "ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა..."

ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში ბიჭი დაიბადა. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ბიჭი დაიბადა. ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.

ექიმ ქრისტინა დანელიას თქმით, ბიჭუნა რამდენიმე წუთში დაიბადა.

"ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ბევრჯერ დაგვიბრუნებია სიცოცხლე, ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, თანაც შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა - შეუდარებელია".

ვულოცავ ახალშობილის ოჯახის წევრების ამ ბედნიერ წუთებს. ჩვენს ექიმს - ქრისტინა დანელიას, ექთანს - ციური ჯანჯღავას და მძღოლს, რაფიელ ჭანტურიას, მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!" - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო

"დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს..." - თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი