ავტორი:

"ადამიანი, რომელიც მუშაობს ორ სამსახურში, ხომ შეიძლება სტრესი ჰქონდეს?!" - ბაჩალიაშვილის მეგობარი ფსიქოლოგზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ადამიანი, რომელიც მუშაობს ორ სამსახურში, ხომ შეიძლება სტრესი ჰქონდეს?!" - ბაჩალიაშვილის მეგობარი ფსიქოლოგზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. რაც შეეხება მისთვის ფსიქოლოგის აყვანას, გოგონას მეგობრები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული ყოფილიყო დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მიღებულ სტრესთან.

"ადამიანს ჰყავდა ფსიქოლოგი, რადგან ადამიანი, რომელიც მუშაობს ორ სამსახურში, ხომ შეიძლება სტრესი ჰქონდეს?! მაგრამ ადამიანი, რომელიც მოდის სამსახურიდან იმის გულისთვის, რომ უნდა სწავლას დაუთმოს მეტი დრო, ანუ შესაბამისად, ფიქრობს მომავალზე.

თუ ასეა როგორ, ორ დღეში დგება და ადამიანი თავს იკლავს? კარგი, ვთქვათ უცბად სტრესი მიიღო, ან შეურაცხადი გახდა, მიდის 100 კილომეტრში და იკლავს თავს?" - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს განცხადება გაკეთდა, სადაც ითქვა, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

ასევე მათი ცნობით, 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გოგონას აყვანილი ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

"არ შეხვიდეთ წყალში ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ..." - მაშველებმა 1 თვეში შავი ზღვის სანაპიროზე 170 ადამიანი გადაარჩინეს