ავტორი:

"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?

"ვახტანგ ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო?" - რატომ მიდის ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად?

ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ფესვები" მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა: მომღერალი ნუგზარ კვაშალი გურიაში იბრძოლებს, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე რუსთაველი ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი.

ზემოთ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის ნუგზარ კვაშალის გამოჩენა, ცოტა არ იყოს, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

თუ რატომ გადაწყვიტა მომღერალმა საარჩევნო მარათონში მონაწილების მიღება, ამის გასაგებად kvirispalitra.ge თავად მას დაუკავშირდა.

ნუგზარ კვაშალი:

- გადაწყვეტილება ამერიკაში მივიღე. იქ წარმოიშვა აზრი, რომ შექმნილიყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ფესვები". ეს აზრი ქართველ ემიგრანტს თენგიზ ოქროპილაშვილს გაუჩნდა, რომელმაც გვიმასპინძლა ამერიკაში, როდესაც ქართველი ემიგრანტების მოსანახულებლად და კონცერტის გასამართად ჩავედით მე, ნუგზარ ერგემლიძე და ზურა კობეშავიძე.

ბატონი თენგიზი ყოველ წამს გამოთქვამდა სურვილს, რომ ქვეყანას სჭირდება კარგი ტრადიციების აღდგენა, საქართველოს დღეს სჭირდება ის ქართული ფესვები, რომლიდანაც მოდის. იგი ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს ფილადელფიაში, ბიზნესმენია და მხოლოდ ქართველები ჰყავს დასაქმებული. აქვს ტრანსპორტის დიდი კომპანია და საცხობი, სადაც მზადდება ქართული კერძები და - არამარტო. იქ ყოფნის დროს ძალიან დადებითი ემოციით დაგვმუხტა.

იმდენად ძლიერი პიროვნებაა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩამოვიდა და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ქალაქ ფოთში დავარეგისტრირეთ. მართალია, "ქართული ფესვები" ჯერ კარგად არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ამ ეტაპზე ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატი წარვადგინეთ, მაგრამ თანდათან გავფართოვდებით. ჩვენ არსაით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. მე პირადად ის 50 წელი, რომელიც ვემსახურე ქვეყანას ჩემი სიმღერით, სიყვარულით და მოფერებით, მინდა გავაგრძელო, ოღონდ სხვა ამპლუაში.

- რთული არ იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსინჯოთ ძალები?

- ძალიან ძნელი იყო. ვახო ტატიშვილმა ეგრევე შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდიო და ახლა ყველაფერი შეიცვლებაო. მიკვირს, რატომ არის ასეთი ტენდენცია. მაინც მგონია, რომ ამომრჩევლებმა ბევრი რამე არ იციან არჩევნებზე, მანდატებზე, კანონმდებლობაზე. იმიტომ, რომ ჰგონიათ, შეუძლიათ დაურეკონ არჩეულ პირს და უთხრან, ავეჯი გადამატანინე სხვა სახლშიო.

არ იციან, რომ ყანის გათოხვნა და მსგავსი საქმე არ არის დეპუტატის საქმე. ასეთ საკითხებში უნდა გაერკვნენ. ბევრმა არც იცის, რომ იგივე დეპუტატები მოდიან და ზოგიერთი მათგანი იყო კიდეც წინა მოწვევის პარლამენტში. ამიტომ უნდა იყოს ახალი სახეები, ეგებ ხალხმა დაიჯეროს, რომ ახალმა სახეებმა უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყანა. უკეთესი რას ნიშნავს მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ ძველი მოწვევის პარლამენტარები, რომ თითქმის არაფერს არ აკეთებდნენ ეგ ვიცით...წაიკითეთ სრულად

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე

155 000-ლარიანი "ბენტლი" და 95 000-ევროიანი "მერსედესი" - რა მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი პარლამენტარები?