ავტორი:

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

როგორ გავთავისუფლდეთ ჭარბთმიანობისგან უმტკივნეულოდ? - რა გვირჩევს ექიმი ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია

ტექნოლოგიებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად, დღითიდღე ვითარდება კოსმეტოლოგია. ჭარბთმიანობა დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. არასასურველი თმის მოშორება ხშირად ტკივილთან, დამწვრობასთან და არადამაკმაყოფილებელ შედეგთან ასოცირდებოდა. ეფექტი დიდწილად დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმსა და ლაზერული აპარატის შესაძლებლობებზე. ლაზერული ეპილაციის მიღწევებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე გვესაუბრება კლინიკა ნეო-ნეოს ლაზეროთერაპევტი ქეთო გაბუნია:

- რომელი ლაზერული აპარატებით სარგებლობთ კლინიკა ნეო-ნეოში და რა უპირატესობით გამოირჩევა ის სხვებისგან?

- კლინიკა ნეო-ნეოში გვაქვს ბოლო თაობის 2020 წლის სამსხივიანი ლაზერული აპარატი SOPRANO TITANIUM-ი და 2019 წლის SOPRANO PLATINIUM-ი. ორივე აპარატი ინოვაციაა ლაზერული ეპილაციის სფეროში. ის აერთიანებს სამივე ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში, რის შედეგადაც ლაზერის სხივი ახდენს მაქსიმალურ ეფექტს ნებისმიერ ანატომიურ უბანზე. ის განსაზღვრულია ყველა ტიპის კანსა და თმაზე, ღინღლოვანი თმის სტრუქტურაზეც კი, რაც ყველაზე დიდ პრივილეგიას წარმოადგენს.

- რას გვეტყვით SOPRANO TITANIUM-ზე?

- ჩვენი კლინიკა დროსთან ყოველთვის გამარჯვებულია, რადგან ჩვენთან ყოველთვის ბოლო თაობის ტექნოლოგია, მაღალკვალიფიციური ექიმები და გონივრული ფასებია. ამაყები ვართ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები საქართველოში, ვინც სარგებლობს SOPRANO TITANIUM -ით.

SOPRANO TITANIUM-ი აერთიანებს სამ ყველაზე ეფექტურ სხივს (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაციაში, თმის მოშორების პრინციპი დაფუძნებულია თმის ანატომიის მაქსიმალური გათვალისწინებით. მოცემული 3 მძლავრი ლაზერული სხივი ერთდროულად ზემოქმედებს თმის ფოლიკულაზე, შუა წანაზარდსა და ფოლიკულის დვრილზე. ამის შედეგად პროცედურის შედეგიანობა საგრძნობლად მატულობს.

აპარატი წარმოდგენილია ორი კონექტორით, ეს საშუალებას გვაძლევს ერთდროულად შევაერთოთ ორი სხვადასხვა ბუნიკი, რაც უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას სამუშაო პროცესში და ნაკლები დროის დანაკარგს ბუნიკების გადაერთებისას სხვადასხვა ზონისთვის. ერთ-ერთი არის 4QUATTRO მანიპულაცია. ის წარმოდგენილია, განსაკუთრებულად დიდი ზომის 4სმ2 თავაკით, რომელიც ინტეგრირებულია ინოვაციურ სამსხივოვან ტექნოლოგიასთან,რაც პროცედურას 40%-ით უფრო სწრაფს ხდის. Quatro-ს საშუალებით ლაზერული ეპილაცია გახდა გაცილებით სწრაფი, მეტად ეფექტური და კომფორტული როგორც სპეციალისტისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. კიდევ, მთავარი ღირებულება მისი უწყვეტი კონტაქტური გაგრილებაა, რაც მაქსიმალურად ამცირებს ტკივილს.

ასე რომ, აპარატს გააჩნია ისეთი ინოვაციური თვისებები, რომლებიც შექმნილია მკურნალობის დროს პაციენტების კომფორტისთვის. პროცედურა საკმაოდ ეფექტურია გასაკეთებლად ისეთ დელიკატურ ადგილებში, როგორებიცაა სახე და ინტიმური მხარეც კი.

- უსაფრთხოა თუ არა SOPRANO TITANIUM-ით ჩატარებული პროცედურა?

- რა თქმა უნდა! აპარატის თავაკი წარმოდგენილია ცივი საფირის ზედაპირით, რომელიც უწყვეტი გაგრილების ფუნქციით ამცირებს ეპიდერმული დაზიანების რისკებს, შესაბამისი სითბური ეფექტის შენარჩუნებით სამიზნე ქსოვილებზე. და ასევე SHR ტექნოლოგია, ამ პროგრამის გამოყენებით თმის ფოლიკული ერთეული მაღალი ენერგიის იმპულსის მაგივრად (რომელსაც კანის დაზიანების გამოწვევა შეუძლია) ნადგურდება შედარებით დაბალი ენერგიის განმეორებადი იმპულსებით. მსგავსი ტიპის იმპულსები თანდათანობით ათბობს დერმას თმის ფოლიკულის გასანადგურებლად საჭირო ტემპერატურამდე და ამავდროულად მინიმუმამდე დაჰყავს კანის დამწვრობის რისკი. აპარატის საუკეთესო მახასიათებლებთან ერთად უსაფრთხოება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, სპეციალისტზეც. ჩვენი კლინიკა კი წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან, შესაბამისად შედეგიც საუკეთესოა.

- კანის ფერი რამდენად დამოკიდებულია შედეგზე და როგორ მოქმედებს მუქი კანის ფერის შემთხვევაში?

- სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებული მახასიათებელიც, რომ პროცედურის ჩატარება SOPRANO TITANIUM-ის აპარატით შეგვიძლია 6 კანის ფერის ტიპისთვის, მუქი ფერის შემთხვევაში კანში არსებული მელანინი მეტად მგრძნობიარეა სითბოს მიმართ, თუმცა SHR In-MotionTM მეთოდი კლინიკურად დამტკიცებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო მეთოდი, ყველა ტიპის კანისათვის.

- შეიძლება თუ არა Soprano Titanium გამოვიყენოთ ზაფხულში და გარუჯულ კანზე?

- წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურა. ჩვენი რეკომენდაციით, რუჯის მიღებიდან 72 საათის შემდეგ სრულიად უსაფრთხოა ეპილაციის ჩატარება, ასევე პროცედურის შემდეგ სასურველია 72 საათი თავი შევიკავოთ მზის ინტენსიური სხივებისგან.

- როგორ მოქმედებს ქერა და ჟღალი თმის შემთხვევაში?

- ის ეფექტურია ნებისმიერი თმის სტრუქტურისთვის, რომელსაც გააჩნია მინიმალური ოდენობის პიგმენტიც კი. პროცედურულად რამდენიმე სეანსით მეტია გათვლილი ასეთი პაციენტის მკურნალობისთვის, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოა.

- რა არის Soprano Titanium-ით ჩატარებული ლაზერული ეპილაციის ერთი პროცედურის ხანგრძლივობა?

- ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კანის ფერზე, თმის ტიპსა და სამუშაო ზონის სიდიდეზე. SOPRANO TITANIUM-ისთვის ერთი სეანსის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს წამები (მაგ: ზედა ტუჩი), ან 5 წუთი (მთლიანი ზურგი).

- Soprano Titanium-ის შემთხვევაში, ლაზერული ეპილაციის რამდენი პროცედურა არის საჭირო ხილული ეფექტის მისაღებად?

- ეს ინდივიდუალურია, თუმცა შედეგი პირველივე პროცედურაზე იგრძნობა, პროცედურის ჩატარებიდან 10-14 დღის შემდეგ ხდება თმის გარკვეული ნაწილის ცვენა, რის შემდეგაც თმის ზრდის სიჩქარე საგრძნობლად მცირდება. სასურველია მკურნალობის კურსი ჩატარდეს 21 დღიდან 28 დღემდე შუალედით უწყვეტად მინიმუმ 4-6 თვე, რომ შედეგი მაქსიმალურად სწრაფ დროში მივიღოთ, შემდეგ პროცედურებს შორის ინტერვალი იზრდება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით.

- რატომ უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ტიპის ლაზერული ეპილაცია (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი) გაპარსულ კანზე?

- მაქსიმალური შედეგის მისაღებად, იმისათვის რომ ტალღის სიგრძემ ბოლომდე მიაღწიოს ფოლიკულამდე. ასევე უსაფრთხოებისთვის, გაუპარსავი კანის ზედაპირზე, ლაზერული ეპილაციის ჩატარებისას არსებობს მაღალი რისკი, იმისა, რომ განვითარდეს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტაცია და ა.შ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივები

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

სილქნეტის ონლაინ გათამაშება იწყება