ავტორი:

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიების დასრულება და არსებითი განხილვის სასამართლოში დაწყება ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას ,- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში არასრულწლოვანთა საქმეზე წინა სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ კომენტირებისას განაცხადეს.

"იმის გათვალისწინებით, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, უკვე განსაზღვრულ ვადაში არსებითი განხილვისთვის წარიმართება სასამართლოში. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას“ ,- განმარტავენ საქართველოს პროკურატურაში.

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა - გარდაცვლილის მამა დაზარალებულად ცნეს

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს