მიხაი გიმპუ - ორი დღის განმავლობაში აყვავებული საქართველო ვნახე, რაც იმის დამსახურებაა, რომ აქ თავისუფლებაა

მიხაი გიმპუ - ორი დღის განმავლობაში აყვავებული საქართველო ვნახე, რაც იმის დამსახურებაა, რომ აქ თავისუფლებაა

საქართველო აყვავებას თავისუფლების გამო ახერხებს, - ამის შესახებ მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში განაცხადა.

ანაკლიაში ბელორუს, მოლდოველ და ქართველ ბავშვებს მიხაი გიმპუ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად ესტუმრა.

მიხაი გიმპუმ ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოლდოვას სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონის დახმარებისა და მოლდოველი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანისთვის.

”აქ ყოველთვის ცხოვრობდნენ ადამიანები, ვისთვისაც მეგობრობა წმინდათა წმინდა გრძნობაა. თქვენ თქვენი ქვეყნების მომავალი ლიდერები ხართ და უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს მეგობრობა. მიწა ბევრია, ის ყველას ეყოფა. სამწუხაროდ, არიან ქვეყნები, ვისაც თავისი მიწა ბევრი აქვს, მაგრამ სხვისი მიწის მიტაცება სურს. ეს არ უნდა გაიმეოროთ. უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება თავისუფლებაა”, - განაცხადა გიმპუმ.

მისივე თქმით, მან ორი დღის განმავლობაში აყვავებული საქართველო ნახა, რაც იმის დამსახურებაა, რომ აქ ნამდვილი თავისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე