ავტორი:

ვის და რატომ უჩივის ბიძინა ივანიშვილი - რას წერს Bloomberg-ი?

ვის და რატომ უჩივის ბიძინა ივანიშვილი - რას წერს Bloomberg-ი?

ამერიკულმა გამოცემამ "ბლუმბერგმა" (Bloomberg) გამოქვეყნა სტატია სათაურით "შვეიცარიული Credit Suisse-ის შვილობილი ბანკის თანამშრომელს სინგაპურის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ახალი სარჩელი ელოდება" (ავტორი - ჰუგო მილერი). მასში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ჩივილს შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს წინააღმდეგ - მილიარდერმა სარჩელი აღძრა ბანკის ერთ-ერთი "შვილობილის" წინააღმდეგაც, რომლის თანამშრომლის თაღლითობით მან მინიმუმ 300 მილიონი დოლარი დაკარგა.

სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის შვილობილი ბანკის "ერთ-ერთმა" თანამშრომელმა "ვერ შეძლო კეთილსინდისიერად მოქმედება და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვა", კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის, რადგან ყურადღებით არ მიუდგა იმ საკითხს, თუ როგორ იმართებოდა მათი ინვესტიციები.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ Credit Suisse-ის ხელმძღვანელობა საქმის კურსში იყო ერთ-ერთი მენეჯერის მაქინაციებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია მისი აღკვეთის მიზნით. იხილეთ სრულად

"წლის ბოლომდე გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის" - მერი

ათენიდან სპეციალური რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

ინფორმაცია თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველთათვის - როდის მოგიწევთ კარანტინის გავლა და რა საბუთის წარდგენა დაგჭირდებათ