ავტორი:

28 წლის ქალი, რომელსაც წუხელ თბილისში ხე დაეცა, მერიას მიმართავს - "ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი...“

28 წლის ქალი, რომელსაც წუხელ თბილისში ხე დაეცა, მერიას მიმართავს - "ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი...“

წუხელ, გვიან ღამით, თბილისში ხის წაქცევის შედეგად 28 წლის ქალი საავადმყოფოში მოხვდა. შემთხვევა გვიან ღამით, ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა, როდესაც გზაზე მიმავალ მანქანას ხე დაეცა. საჭეს 28 წლის ქალი თამთა ღვანია მართავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

თამთამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გაავრცელა:

"რა მაინტერსებს, მკვდარზე რომ სახეს იხოკავთ, ამაზე პასუხს ვინ აგებს? - თქვენი ხე დამეცა, თქვენი უყურადღებობით, უპასუხისმგებლობით, რატომ? თქვენ ვალდებულებაშია მიაქციოთ ყველაფერს ყურადღება კი მაგ ხესაც (თქვენი ვალდებულება მიმავალ მანქანებს, ზედ ხეები არ ეცემოდეთ), რომლესაც შეიძლება მოვეკალი გუშინ და ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი...“ - წერს თამთა ღვანია.

დეტალების დასაზუსტებლად დაზარალებულ ქალს ambebi.ge დაუკავშირდა. თამთა ღვანია მერიას უყურადღებობაში სდებს ბრალს:

თამთა:

- ღამის დაახლოებით პირველ საათზე, დოლიძიდან მოვდიოდი მანქანით, მეგობართან ვიყავი სტუმრად. ხილიანიდან უნდა გადავსულიყავი და მოულოდნელად დავინახე, რომ ზევიდან ხის ფოთლები წამოვიდა. ერთადერთი რეაქცია რაც მქონდა, გაზს დავაჭირე და გავასწარი. ამიტომ ხე მანქანას სანახევროდ დაეცა. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა, პატარა ტოტი დამეცა თუ ხე გადმოვარდა. ავტომობილის ჭერი ჩამოიზნიქა, საქარე მინის ნამსხვრევები აქეთ-იქით ეყარა. მე ამ დროს ისევ მანქანაში ვიჯექი. პირველი რაც გავაკეთე, მამაჩემთან დავრეკე.

- მანქანიდან შენით გადმოხვედი?

- დიახ, ქუჩაში ხალხი გაჩერდა, იდგნენ და მანქანას უყურებდნენ გაშეშებულები, არ ვიცი, რას ელოდნენ, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ საზოგადოება უკვე შეიშალა. არც იფიქრეს, რომ სასწრაფო გამოეძახათ. რადგან ცოცხალი გადმოვედი, ფიქრობდნენ, ალბათ, რომ ცოცხალია და სასწრაფო არ სჭირდებაო, როგორც ჩანს, მკვდარზე უკეთესი რეაქცია ექნებოდათ.

მერე ბორდიურზე ვიჯექი, ვიდრე ჩემები მოვიდნენ... პატრულის რეაქცია იყო საოცარი, რომ მოვიდნენ მძღოლი არც კი მოიკითხეს...

- თამთა, ზარალის ანაზღაურებაზე თუა ლაპარაკი?

- იმ მომენტიდან, რაც კლინიკაში მოვედი, არც მერიიდან მოსულა ვინმე და არც ტელეფონით დამკავშირებიან, არ მოუკითხავთ, - ცოცხალი როგორ გადავრჩი ან რამე ხომ არ მჭირს. არავინ კითხულობს ვინ გადაიხდის ამდენ ხარჯს...

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის პოსტზე ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღადგინა  - ის წეროვნელი ბავშვების სკოლიდან არგარიცხვისთვის გაათავისუფლეს