ავტორი:

"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?

"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ, რომელიც უკვე დატოვეს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

"შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა, რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალიტებთან ისაუბრა გარდაცვლილი გოგონას მამამაც, რომლის თქმითაც, თამარი სახლში ნაღვლიანი მიდიოდა და ხშირად ტიროდა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.

"ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი, - თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ - მეთქი. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს