ავტორი:

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა.

"განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელმაც აზერბაიჯანთან საზღვარზე პროვოკაცია განახორციელა", - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით დისლოცირებული დანაყოფის საგუშაგოზე მყოფი კონტრაქტორი აშოტ მიკაელიანი დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სომეხი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

პარალელურად, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი მასშტაბური ტაქტიკური და საბრძოლო-ტაქტიკური წვრთნების ჩასატარებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ.

ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, ნაღმტყორცნები, ისევე როგორც ორი ქვეყნის ჯარების სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წვრთნები 1-დან 5 აგვისტომდე ბაქოსა და ნახიჩევანში ჩატარდება, ხოლო სამხედრო ავიაციის მონაწილეობით - 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე - ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში გაიმართება.

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს