ავტორი:

"მეორედ მოსვლა" - ძლიერი სეტყვა და ქარი კოჯორში (ფოტოები)

"მეორედ მოსვლა" - ძლიერი სეტყვა და ქარი კოჯორში (ფოტოები)

კოჯორში დღეს ძლიერი სეტყვა იყო. ადგილობრივები აღნიშნულს ამსახველ ფოტომასალას კოჯრის "ფეისბუქჯგუფში" ავრცელებენ. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი ქარიც, რის გამოც ხეების ტოტებია მოტეხილი.

კოჯორში სეტყვის ამსახველ ფოტოებს "ფეისბუქში" ავრცელებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, ზაზა ბიბილაშვილიც. "მეორედ მოსვლა კოჯორში"-წერს ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისს, დღის ბოლოდან 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი

"სხვანაირად არ იძინებენ. ტირიან, როცა ვჩერდები" - რა ვიდეო გამოაქვეყნა ნინო სურგულაძემ "ინსტაგრამზე"?

"თეონა, სად არის შენი ქმარი?" - თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ ცისკარიძის მორიგი პროვოკაცია და უჩვეულო "ჩემო ციცინათელა"