ავტორი:

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"ფეისბუკის "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" ერთ - ერთი წევრი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს:

"გუშინ საღამოს, ჩემმა დედამთილმა და მისმა დაქალმა სამსახურიდან სახლში "იანდექს" ტაქსით გადაწყვიტეს წამოსვლა. შეგნებულად არ ვფარავ ფოტოზე მძღოლის სახელს, გვარს და ავტომობილის ნომერს. მგზავრები უკან დასხდნენ და არც ერთს მძღოლის თვალიერება არ დაუწყია, რაიმე საეჭვო რომ შეენიშნათ. თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი, "თბილისი მოლთან", ამოაყირავა მძღოლმა, როგორც გაირკვა, ის იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ (ე.წ. პლანი) და დაეძინა გზაში. შემთხვევიდან დაახლოებით 150-200 მეტრში არის მტკვარი და მადლობა ღმერთს რომ ახლოს არ იყვნენ. კიდევ კარგი, რომ გზა ცარიელი იყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მხოლოდ მსუბუქი მოტეხილობებით დასრულდა ეს ამბავი. "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? აბსოლიტური ზერო. სასოწარკვეთილი კი იმაზე ვარ რომ, მძღოლები არიან გასაფილტრი, წარმოგიდგენიათ ერთმა ვიღაცამ რა შეიძლება გამოიწვიოს და რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ?!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა მოხდა 26 ივლისის ღამით, დაახლოებით 1-ლიდან 2-ის ნახევრამდე "თბილისი მოლთან". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ, იმ ღამით მართლაც "მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და საქმე აღძრულია 276-ე მუხლის II ნაწილით, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია". ჩვენი ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, მძღოლს ნარკო და ალკოთრობა არ დაუდასტურდა. ზაჰესის ასახვევს ("თბილისი მოლთან") გაცდენილი მძღოლი ბორდიულთან ძალიან ახლოს მივიდა, რის შედეგადაც ავტომანქანა ამოყირავდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა - მძღოლს ხელი აქვს მოტეხილი, ტაქსის ორმა მგზავრმა ქალბატონმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

"თვალთვალი, არაადეკვატური სატელეფონო ზარები..." - რა ინფორმაცია მიაწოდეს ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და "ემპათიის" დირექტორმა

გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - მოსამართლემ ბრალდებული წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა