ავტორი:

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

„რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას? , - ამ სათაურით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი აღნიშნული განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სერგეენკოს მიმართავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ითხოვენ დააკონკრეტოს დავით სერგეენკომ "რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემებში "არენა" და "იმედის კვირა" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, "მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე". ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს "მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია", ხოლო "გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია".

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს "რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და "რა გაუფუჭა" (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა "ჰეროსტრატეს" სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცენტრი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე