ავტორი:

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გართულებული ვითარება  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გართულებული ვითარება  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მხარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავება განიხილეს. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას იწვევს. მხარეების განცხადებით, ისინი კონფლიქტური სიტუაციის მხოლოდ მშვიდობიანი, დიალოგის გზით გადაჭრით არიან დაინტერესებული", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კოორდინაცია გაუწიონ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის მცდელობებს. პუტინმა და ერდოღანმა ასევე აღნიშნეს, რომ ”არ არსებობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარების ალტერნატივა.“

სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ