ავტორი:

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

"მსტოვრებს და  მოღალატეებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ" - მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას სთხოვს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ღიად უპირისპირდება მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ზაურ დარგალს. ცნობილია, რომ ის მარნეულის მერის პოსტზე მყოფ დარგალს აქამდეც ერჩოდა, ამის მიზეზი კი გახდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი, რის აღებასაც ეპისკოპოსი მოითხოვდა.

"ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და რატომღაც მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა. ჩემი განცხადებების არცერთი სიტყვა არ იყო დისკრიმინაციის შემცველი ვინმე ეთნოსის მიმართ", - აცახდებდა სასულიერო პირი.

ორიოდე დღის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ეპისკოპოსის ქადაგება, რომელშიც ის უკვე ღიად უპირისპირდება დარგალს და აცხადებს, რომ ზაურ დარგალს გვერდით არავინ დაუდგება, ხოლო თუკი მისი სამწყსოდან დარგალს ვინმე პირდაპირ თუ ირიბად მხარს დაუჭერს, ამ უკანასკნელის დანაშაულების თანამონაწილე გახდება

"ამ უახლოესი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უდიდესი შეურაცხყოფა, სახელმწიფოებრივი სინდისის, ღირსების შელახვა, როდესაც ქალაქის არჩეულმა მერმა ჩაიდინა დანაშაული, სახელმწიფოებრივი დანაშაული, როდესაც მან რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტისა, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებირობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამარღვეველისა, ნარიმან ნარიმანოვის.

მას მე მივუთითე, რომ გამოესწორებინა ეს შეცდომა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და სამართლებლივად ვითხოვდით, ემსჯელა საკრებულოს, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ჩვენი მოთხოვნა იყო არაკონსტიტუციური, არასამართლიანი, ეს ეთქვათ. თუ იყო სამართლიანი, მაშინ მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამის ნაცვლად მივიღეთ პასუხი, რომ პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნება, რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი, ღირსება შელახა, მმართველმა პარტიამ დღეს წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად, თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ჩვენი ხმა უნდა მიიტანოს თითქოს იქ.

ეს არის მსტოვარი, მან რა უფლებები უნდა დაიცვას?! მან შელახა ჩვენი უფლებები, მან შეურაცხყო ჩვენი ეროვნული ღირსება.

ჩემს სამწყსოს, მათ შორის, ჩემს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს და ყველას ვეუბნები ასეთ სიტყვას, ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდით, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმაში, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს და უფრო მეტი გააფუჭოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის იქნება თანამონაწილე ღვთის წინაშე იმ დანაშაულისა, იმ ჩადენილი სახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა ღვთისა და ერის წინაშე...

კიდევ არის დრო, რომ გამოფხიზლდნენ, კიდევ არის დრო, რომ მათ ეს შეცდომა გამოასწორონ, გაიწვიონ თავიანთი კანდიდატი იმიტომ რომ ჩვენ მას არავინ გვერდით არ დავუდგებით, მას ხმას არ მივცემთ და საერთოდ, ხელს შევუშლით, პირდაპირ ვიძახი. იცით რატომ? - მსტოვრებს და ეროვნული ინტერესების მოღალატეებს არაფერი ესაქმებათ ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვინც მას დაიცავს, იგივე გახდება", - თქვა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის პოსტზე ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღადგინა  - ის წეროვნელი ბავშვების სკოლიდან არგარიცხვისთვის გაათავისუფლეს