ავტორი:

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

"ერთ რეისზე ბავშვიც იყო... ზოგს სამედიცინო დახმარება დასჭირდა" - ფოტოები სტიქიის ზონიდან, საიდანაც 100-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ რაჭაში სტიქიის ზონაში ვითარება ამ დროისათვის უსაფრთხოა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოზარ სუბარმა ონში განუცხადა, 4 ვერტმფრენის საშუალებით 7 რეისი შესრულდა, სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 100-მდე ადამიანი, მათ შორის, არიან მცირეწლოვნები. მისივე თქმით, ზარალი დიდია.

სუბარის განმარტებით, ვერტმფრენები ადგილზე დარჩებიან, ვიდრე სტიქიის შედეგად დაზარალებული გზა არ აღდგება და მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

სოზარ სუბარის განმარტებით, სრულად დაითვლება ზარალი, რის შემდეგაც სახლებთან დაკავშირებული ზარალი მთლიანად ანაზღაურდება.

"ბოლო რეისზე მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ზოგი დამსვენებელია,ზოგი კი ადგილობრივი მცხოვრები. იყო რამდენიმე, ვისაც გარკვეული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ასევე, ვისაც მედიკამენტები და ბავშვის საკვები სჭირდებოდა, დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ადგილზე ჩაუტანა.

ამ წუთში ადგილზე ვითარება უსაფრთხოა, თუმცა ზარალი დიდია. სტიქიის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის გზაა წაღებული.

აღდგენას ალბათ, მინიმუმ 2 კვირამდე დასჭირდება. მობილიზებულია ტექნიკა და დაწყებულია მუშაობა. დენის აღდგენის მხრივ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა. რამდენიმე ოჯახმა განიცადა ზარალი. ერთი სახლი კი მთლიანად დანგრეულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 სახლს აქვს მნიშვნელოვანი ზარალი, წაღებულია გარკვეული სავარგულები. მოსახლეობას დავეხმარებით, რაც კი შესაძლებელია, ავუნაზღაურებთ ზარალს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოსახლეობის შესაბამის ადგილამდე ტრანსპორტირება სრულად ხდება.

"დაჯგუფება ხდება, ვინ თბილისში მიდის და ვინ ქუთაისში.ზოგს საკუთარი მანქანა ელოდება, ვისაც არ ელოდება, მის ტრანსპორტირებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის პოსტზე ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღადგინა  - ის წეროვნელი ბავშვების სკოლიდან არგარიცხვისთვის გაათავისუფლეს