ავტორი:

"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მისი დისკრედიტაცია საბჭოთა "პაგონებიანი" ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, მას ურეკავენ და გაურკვეველ კითხვებს უსვამენ.

მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და უღებენ, ჩვენს ცენტრს უთვალთვალებენ. ჩვენი ექსპერტი და თანამშრომელი, რომლებიც წავიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დასრულდა, ხუთი წუთიც კი არ იყო გასული, როცა მარტო დარჩა გალინა კარმუშინა, მას ორი გაურკვეველი პიროვნება მიადგა და გამოკითხვა დაუწყო. იყო გიდი, ექსპერტი, როდის დაამთავრა და ა.შ. გარდა ამისა, გალინას მუდმივად ტელეფონზე ურეკავენ და იერიშებია საბჭოთა სტილში. საბჭოთა სტილი ნიშნავს იმას, რასაც ახლა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში აკეთებს. ვითომ, ის არაფერ შუაში არაა და რუსეთის ჯარები იქ არიან მის გარეშე. ეს არის საბჭოთა სტილი, ხელისუფლება ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სხვა აქტორებით რომ ახდენს და მანიპულირებს. ქალბატონ გალინას ურეკავენ, ეკითხებიან ოჯახზე, ხან რა მოუგონეს რომ არის რუსების აგენტი. ეს არის მიუღებელი ყველა საერთშორისო სტანდარტით. იგივე ხორციელდება ჩემი მისამართით, საბჭოთა პაგონებიანი ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს ჩემი დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველამ კარგად იცის მე საიდან მოვდივარ და ზოგიერთი პაგონიანი საიდან მოდის. კარგად ვიცნობ ძალიან „კაგებეს“ მეთოდებს. პროფესიით ფსიქიატრი ვარ და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე როგორ უნდა მოხდეს კარგად ვიცი. მაგალითად გუშინ, ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე. 55 წლის ადამიანი ვარ და მსგავსი კომუნიკაცია არავის არ ჰქონია ჩემთან. როცა აიღო ჩემმა ადვოკატმა ტელეფონი, მან გაუთიშა. ასეთი ტროლებით და ბოტებითაა სავსე ჩემი, გალინა კარმუშინას და მიხეილ რამიშვილის საქმე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.