Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

Twitter-მა დონალდ ტრამპის შვილს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალა - რას ედავებიან აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის უფროს შვილს საკუთარ გვერდზე დროებით პოსტების გამოქვეყნების ფუნქცია დაუბლოკა. აღნიშნული დონალდ ტრამპ უმცროსს მას შემდეგ დაეკისრა, რაც ვიდეო გააზიარა, სადაც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინის“ სარგებლობის შესახებ არის საუბარი.

როგორც Twitter-ში განმარტავენ, უმცროსი ტრამპის ვიდეოს გაზიარებით Covid-19-ის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციები დაირღვა. აკრძალვის პერიოდში დონალდ ტრამპ უმცროსი კვლავ შეძლებს Twitter-ის მონახულებას და პირადი შეტყობინებების გაგზავნას, თუმცა მთელი რიგი ფუნქციების, მათ შორის პოსტების გამოქვეყნება მას 12 საათის განმავლობაში ექნება შეზღუდული.

„ჩვენ ვახორციელებთ იმ ქმედებებს, რაც ჩვენი რეგულაციებით არის გაწერილი“, - განუცხადეს BBC-ს Twitter-ში.

როგორც დონალდ ტრამპ უმცროსის პრესსამსახურში აცხადებენ, Twitter-ის გადაწყვეტილება „ყოველგვარ საზღვარს გასცდა“ და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მიზნად ისახავენ „ონლაინ სივრცეში გამოხატვის თავისუფლება მოკლან“, ისევე, როგორც „რესპუბლიკელების“ ხმის ჩახშობით, არჩევნებში ერევიან“.

როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ამ წამალს კორონავირუსის მიმართ პრევენციული თვისება აქვს. წამყვანმა სოციალურმა მედიაკომპანიებმა სხვადასხვა ზომები მიიღეს, რათა საკუთარ პლატფორმებზე კორონავირუსის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება აღკვეთონ.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ