ავტორი:

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

"რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან... თავხედი! თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული" - ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

„ჩემი ცოლის დაქალები“ ის ქართული სერიალია, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს. აგერ უკვე მე-16 სეზონი დასრულდა, მაგრამ მაყურებელი კვლავ აქტიურად უყურებს, სერიალის პერსონაჟების ცხოვრებაშია ჩართული და სოციალურ ქსელსა თუ რეალურ ცხოვრებაში მუდმივად განიხილავს.

„დაქალები“ ბევრს მოსწონს, ზოგსაც - არა, თუმცა მაინც უყურებს, ეს კი მათი კომენტარებიდან კარგად ჩანს...

მე-16 სეზონს სევდიანი დასასრული ჰქონდა - სერიალის ცენტრალური პერსონაჟი - ნინა, რომელსაც მძიმე სენი აქვს, ოჯახიდან მოულოდნელად მიდის, სადაც 5 შვილს, მეუღლეს, ნათესავებს და მეგობრებს ტოვებს, რომელთაც შემდგომ უცხო ქვეყნიდან ვიდეომიმართვას უგზავნის: „წარმომიდგენია, როგორ ინერვიულებდით, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს რეპეტიცია იყო ჩემს სიკვდილზე. სად ვარ, არ გეტყვით, თუმცა მაინც გაიგებთ, რომ მოინდომოთ. ძალიან შორს ვარ, ვიცი, რომ გამიბრაზდებით. ვიცი, რომ უპასუხისმგებლოს დამიძახებთ, შეიძლება, დედობაც ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან დავიღალე თქვენთან და თქვენგან.

აქ რაღაც ლერწამია, რომლის წვენიც უნდა დავლიო ხოლმე. დიდად მეც არ მჯერა, მაგრამ ვცდი. ახლა წარმოვიდგინე, რა სახეები გაქვთ, ჩემგან ამას არავინ ელოდა, ბოლოს და ბოლოს, 39 წლის ასაკში მეც გავბედე რაღაც. თქვენ ვინც კარგად ხართ, ვერასდროს წარმოიდგენთ, რას ნიშნავს იმის გააზრება, რომ ძალიან ცოტა დაგრჩა და არ გინდა, ამ დროის სარეცხის რეცხვა-ფენა-დაუთოებაში გატარება, ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება და რაღაც წვრილმანებზე ნერვიულობა. ხანდახან გგონია, რომ სიკვდილის წინაც რაღაც უნდა მთხოვოთ, დამავალოთ... განა მე არ მიყვარხართ? განა ჩემთვის ადვილი იქნება უთქვენოდ ცხოვრება? მაგრამ ჩვენ ხომ ისედაც ასე მოგვიწევდა ცოტა ხანში... თქვენ უჩემოდ ცხოვრებას უნდა მიეჩვიოთ, მე - უთქვენოდ. დათო უნდა მიეჩვიოს მამადაც და დედადაც ყოფნას. როცა მოვკვდები, ამას ვერც გაიგებთ. აქაურები, შამანები დამმარხავენ, სამაგიეროდ, თქვენ ყოველთვის იმედი გექნებათ, რომ მე ცოცხალი ვარ და უბრალოდ, გავიქეცი. თუ არ მოვკვდები, ე.ი. მართლა არსებობს ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვიცინი და მერე დაგიბრუნდებით კიდეც, ალბათ. მე იმედი მაქვს, ჩემი მეგობრები, ჩემი მშობლები, ჩემი შვილები, ჩემი ქმარი გამიგებენ, მართლა ძალიან მჭირდებოდა ის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამეკეთებინა რაღაც, რაღაც, რასაც, ჩემგან არ ელოდებიან. მე სულ, სულ ვიდარდებ თქვენზე, თქვენ ჩემზე არ იდარდოთ. გკოცნით, მიყვარხართ“.

ამ შოკისმომგვრელი ვიდეომიმართვის ნახვას მოჰყვა ტასოს კომენტარი - „მაგას ჰგონია, რომ იქ არ ჩავაკითხავთ?!“ და დასრულდა კიდეც სერიაც და სეზონიც.

მაყურებელი კი საკუთარი ცხელ-ცხელი შთაბეჭდილების გაზიარებას და ემოციების გამოხატვას სოციალურ ქსელში მაშინვე შეუდგა. იმ ათასობით კომენტარიდან მცირე ნაწილი ამოვკრიბეთ:

„არ ვიცი, ნინა სწორად მოიქცა, თუ არა. არ ვარ მის ტყავში და ძნელია თქმა, მაგრამ ნეტავ, დედაჩემი ახლა იყოს ცოცხალი და იყოს შამანებთან. ტასოს თქმის არ იყოს, ჩავაკითხავდი მაინც“.

„ეხ ნინა, ნინა, მესმის, ცუდად ხარ, მაგრამ არ შეიძლებოდა, გეთქვა და ისე წასულიყავი ამ შამანთან? რა დროც დაგრჩა შვილებთან გაგეტარებინა, ორჯერ რომ უნდა მოუკვდე, ცოდო არ არიან?“

„ეს მაგარი სერია იყო, და თუ არ გააგრძელოთ მამა ცოტნე, ელვირი და ბაქარა, თქვენ იყოთ ტროლები!“

„ის, რომ კარგად გადმოსცემთ სათქმელს და საუკეთესოები ხართ, ეს უპირობოა, მაგრამ შემდგომ კომენტარებით რომ ხალხის სახეს და აზროვნებას გვანახებთ, ეს ცალკე ამბავია. რა უნდა მიკვირდეს, რაც ხდება ქვეყანაში, - ქალები საოცრად აზროვნებენ. გრამი სოლიდარობა არ გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კაცები წახალისებულები არიან და ასეთივე ხალისით კლავენ ქალებს, რომელ ქალებსაც თავისივე სქესის არსებანი დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ასხამენ თავს ლაფს. გულისამრევია ფსევდოპატრიოტიზმიც და ფსევდო ოჯახობანაც!"

„უსაშინლესი დასასრული. შემჯავრდა ნინას პერსონაჟი. ისედაც ეგოისტი იყო. შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა - ძალიან გავბრაზდი!“

„ნინას თუ მობეზრებული ჰქონდა ოჯახზე ზრუნვა, რას აჩენდა 5 შვილს? ბავშვები მეცოდებიან ასეთი დედა რომ ყავთ. თავხედი. თუ კვდები, შვილების ყურებით მაინც ამოგხდეს სული. არ მჯერა ესეთი ქალების. შემაზიზღებელ როლში გადაიზარდა ნინა“.

„მაგას ჰგონია, იქ არ ჩავაკითხავთ?“- ყველაზე სევდიანი სერიის ოპტიმისტური დასასრული“

„რა არ უნდა გააგრძელონ, ასეთ სცენებს უცხოელი მაღალი დონის სცენარისტები და რეჟისორები ვერ დებენ. ამდენი ხანიც იმიტომ გაგრძელდა, რომ რეიტინგი არ დავარდნია და მიუხედავად ცუდი რეაქციებისა, მაინც ყველა უყურებს“.

"სხვა სხვის ომში ბრძენიაო" - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. სხვისი განსჯა იოლია, როცა არ იცით, რას გრძნობს ამ საშინელი სენით დაავადებული ადამიანი. იქნებ უნდა ყველას ისეთი ახსოვდეს, როგორსაც იცნობდნენ. ან არ უნდა ტვირთად დააწვეს ოჯახს. არ უნდა დაითრგუნონ შვილები, მისი ტანჯვის ყურებით და როგორი ძლიერი უნდა იყო ადამიანი, ასე მიმართო საყვარელ ადამიანებს, რომ სიბრაზე გამოიწვიო იმიტომ, რომ შენზე არ იდარდონ. აქ მრავალი ნიუანსია, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის რთულად გასაგებია“.

„ძალიან ვინერვიულე! დაუბრუნეთ რა სერიალს ის სიმსუბუქე და უდარდელობა, რამაც მოხიბლა ყველა და აყურებინებდა სიამოვნებით ყოველ სერიას, ნინა რაც დაავადდა, ვახვევდი მის ისტორიას, მძაბავდა და მამძიმებდა ეს ამბავი! რეალობიდან ვისვენებთ და ნუ წაგვართმევთ ამის საშუალებას! ისე კი თქვენ, ბრავო!“

„მაგას ჰგონია, იქ არ ჩავაკითხავთ“ - ძაან კარგი იყო. მამუკა და სანდროც შერიგდნენ, ბაქარაც „დაისჯება“ ტროლებთან მეგობრობის გამო. მშვენივრად დაასრულეთ“.

„მეგობრებო, ონკოლოგია ისეთი რთული ფსიქოლოგიური ტვირთია, რეალურად რომ ვერც ერთი ფილმი ვერასოდეს გადმოსცემს. დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი ებრძვის ამ დაავადებას და ბევრი მათგანი თქვენი მაყურებელია. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ! უიმედობის და არა ტრადიციული მკურნალობის ტირაჟირება დიდი ეკრანიდან არამარტო არასწორი მესიჯია, არამედ სერიოზული მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა. სცენარში ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზები რომ არ გაიპაროს, კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს რეჟისორი პროფესიონალ ფსიქოონკოლოგებთან გაივლის“.

„ვერაფრით ვერ ვხვდები, ნინას პერსონაჟს რატო აბულინგებთ?“

„სიკვდილის წინ მაინც ისე მოიქცა, როგორც მას სურდა. ვალდებულებების გამო უბედური მომკვდარიყო ოჯახთან?! აქ საქმე არ არის ოჯახის და შვილების დატოვებაზე“.

„ავადმყოფობას არ გაუმწარებია ნინა, არც ოჯახის წევრებს, ასეთი იყო სულ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ დათო არ უყვარს, უბედურად თვლის თავს და ამ უბედურებაში ადანაშაულებს ოჯახის წევრებს, პირველ რიგში, ქმარს“.

„ეგოისტი კი არა, ყველაზე ცოდო თვითონ ნინაა. იგლოვებენ, შეეგუებიან და ყველა გააგრძელებს ცხოვრებას მაინც... არავინ იცის, იმ ადამიანის ტვინში რა ხდება, სიკვდილს რომ ელოდება. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ წავიდა, რომ იქნებ იმ რაღაცამ განკურნოს და შვილებთან დაბრუნდეს“.

„ასე დაწვრილებით ახსნა ადამიანმა თავისი განცდები და მაინც ეგოისტს რომ ეძახიან, ცოტა არ იყოს და, მიკვირს. შეიძლება ადამიანის ქცევას არ ამართლებდე, მაგრამ ადამიანს გაუგო, რატომაა ასე ძნელი?“

რაც შეეხება იმას, თუ როგორია გადამღები ჯგუფის კომენტარი საზოგადოების ასეთ არაერთგვაროვან შეფასებებზე, AMBEBI.GE-ს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ასე პასუხობს:

„რაც გვინდოდა, ზუსტად ის გავაკეთეთ. დანარჩენი, უკვე მაყურებლის განსასჯელია - ზოგს მოეწონება და ზოგს - არ მოეწონება. აბსოლუტურად თავისუფალია ყველა თავის არჩევანში, მიუხედავად იმისა, ჩვენ მოგვწონს თუ არა ეს შეფასებები. კითხვაზე, შევძელით თუ არა ჩვენი ჩანაფიქრის რეალიზება? გეტყვით, რომ ნამდვილად შევძელით“.

P.S. როდესაც მაყურებელი ასე აქტიურადაა ჩართული ამ ტელეპროდუქტის განხილვაში, ფაქტია, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავისი ამოცანა მართლაც შეასრულა. ხოლო ის, თუ რამდენად სწორად იქცევა სერიალის ნებისმიერი პერსონაჟი, მაყურებლის განსჯის საგანია.

"დიდი სცენის" მე-5 ლაივ კონცერტი გუშინ გაიმართა - ვინ დარჩა პროექტში და როგორია შემდეგი ლაივის წესები

როგორ საცურაო კოსტუმებს ირჩევენ ნანუკა გუდავაძე, ქეთა თოფურია და სხვა ცნობილი ქართველები ზღვის სეზონისთვის - ფოტოები

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილის გრანდიოზული ნათლობა მცხეთაში - კადრები წვეულებიდან