ავტორი:

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ხუთის წყარო გაჩიანის დასახლებაა, 4 შემთხვევა არის იმპორტირებული, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„გუშინ ქვეყანაში იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1155 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი, 927 იყო და 929 გახლავთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 248 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული.

10 პაციენტის განაწილება ასეთია: 5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანის დასახლება, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, სამივე გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი უცხოელები არიან. ჩვენი ცენტრის პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად, ონის სოფელ ღებში მისასვლელი გზა დაიტბორა - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილობრივი

წყნეთის გზაზე ავტომობილს ესროლეს

დედოფლისწყაროში დაკარგული მოზარდები იპოვეს