ავტორი:

ვინ გაისროლა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით? - რას აცხადებს შსს?

ვინ გაისროლა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით? - რას აცხადებს შსს?

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით, ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ღლონტმა გაისროლა. სულაბერიძის თქმით, ის ღლონტს არ იცნობს.

შსს -მ მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.ღ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლ.ს. მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს