ავტორი:

"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა ჩემი ადვოკატის და ექსპერტის, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, "პალიტრავიდეოსთან" განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას უნდობლობას არ უცხადებს.

"დაველოდოთ გამოძიებას, არავის არ ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე, სამ საათზე რომ მითხრა კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო, ახლა რომ იძახიან არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?!" - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე თქმით, ის გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ითხოვს.

"ცხედარი რომ ვნახე ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც "შებოლეს". ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემ გულისტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ... ჯერ ეს ადრეა. მე ვენდობი ადვოკატს, ექსპერტს. გაბრაზებული, ემოციური ვიყავი და ვთქვი დნმ. მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა, ჩემი ადვოკატის და ექსპერტის. ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე, იქ ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც გულთან მიიტანს. მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი. მეორე ვარიანტი, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე" , - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების პროცედურა დაიწყო.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - "კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში" არისო.

"სახლიდან გასვლის დროს შავი ზედა ეცვა, ხოლო როცა მისი ცხედარი იპოვეს - თეთრი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"სიტყვა მოგვცეს, რომ სწრაფად გამოიძიებენ" - თამარ ბაჩალიაშვილის მამის კომენტარი მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის შემდეგ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ხვდებიან