ავტორი:

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

პლანეტები ისეა განლაგებული, რომ საინტერესო მოვლენებით დატვირთული აგვისტო გველის. თვე 3 აგვისტოს სავსემთვარეობით დაიწყება. ახალმთვარეობა კი ლომის ნიშანში იქნება, 27-ე გრადუსში 19 აგვისტოს. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მზე ლომის ზოდიაქოში 22 ივლისს გადავიდა. ლომი არის ზოდიაქოს წრის მეხუთე ნიშანი, რომელიც მართავს შემოქმედებას, ბავშვებს, დღესასწაულებს, სიყვარულს და სიამოვნებასა და გართობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს. ბევრი ადამიანი იგრძნობდა ენერგიის მოზღვავებას, დაებადებოდა ახალი იდეები, გაუუმჯობესდებოდა რომანტიკული ურთიერთობა და დამოკიდებულება შვილებთან.

პლანეტა მერკური ლომის ზოდიაქოში გადავა 5 აგვისტოს. ხოლო 20 აგვისტოს - ქალწულის ნიშანში. მერკური ძალიან აჩქარებულია, თითქმის ორ გრადუსს გადის დღეში.

ვენერა 7 აგვისტოს ესტუმრება კირჩხიბს.

15 აგვისტოს პლანეტა ურანი გახდება რეტროგრადული.

22 აგვისტოს კი მზე გადაინაცვლებს ქალწულში.

8-12 აგვისტოს საინტერესო პერიოდი გველოდება, ეს იქნება ენერგიულობს პიკი, ეცადეთ, თქვენი დრო, ძალა და ენერგია მხოლოდ კეთილ საქმეებს მოახმაროთ.

3 აგვისტოს სავსემთვარეობას ველოდებით მერწყულის ზოდიაქოში, მე-12 გრადუსში 19:58-ზე. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ საკმაოდ დაძაბული დღეა. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი, რადგან ეს არის ემოციების გამოხატვის პიკი. შეამჩნევთ, რომ ადამიანები ემოციურად აღგზნებულები იქნებიან. შეიძლება სწრაფად და სრულიად მოულოდნელად შეეცვალოთ განწყობა. გახდნენ გაღიზიანებულები. გაუჩნდებათ კამათის, ჩხუბის სურვილი. ამიტომ, თქვენ იყავით ფრთხილი და კორექტული.

აგვისტოში პლანეტა მერკური ორ ნიშანს გაივლის, ძალიან სწრაფმოძრავია. ეცადეთ, განახორციელოთ იდეები, იყოთ შემოქმედებითი, გამოავლინოთ თქვენი გონების საუკეთესო შესაძლებლობები, გქონდეთ კარგი და ენერგიული მეტყველება. გახშირდება კონტაქტები საერთო ინტერესის მქონე ადამიანებთან. თავადაც გაოცებული დარჩებით თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით. გამონახეთ დრო, რომ ბავშვებთან ერთად გაერთოდ, მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამოები, დადგით სპექტაკლები ოჯახურ თეატრში. 20 აგვისტოს ქალწულის ნიშანში გადავა (აქ დარჩება 9 სექტემბრამდე). ამ პერიდიდან მოიმატებს ანალიტიკური და რაციონალური აზროვნება, გაგიმძაფრდებათ დეტალებისადმი ყურადღება და გახდებით კრიტიკული წვრილმანებისადმი. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა და ხელსაქმე. მარტივად მოაწესრიგებთ ყოველდღიურ საქმეებს. კარგი იქნება, თუ მიხედავთ ჯანმრთელობას.

8 აგვისტოს ვენერა კირჩხიბს ესტუმრება (აქ დარჩება 6 სექტემბრამდე). ამ პერიოდში ვენერას გავლენით, მეტ-ნაკლებად გავხდებით მეტად მგრძნობიარე, ნაზი, სენტიმენტალურები. განსაკუთრებით, ვისაც პირად რუკაში ჰყავს ვენერა კირჩხიბში. კარგად ვიგრძნობთ საყვარელი ადამიანის განწყობას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეტად მოგინდებათ სახლში ყოფნა, სახლის კეთილმოწყობა, ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება საყვარელ ადამიანთან.

მარსი, როგორც უკვე იცით, ვერძის ზოდიაქოშია (28 ივნისს ესტუმრა და 2021 წლის 7 იანვრამდე დარჩება იქ), აქ ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ 10 აგვისტოს მარსი ლილიტს შეურთდება და გამოააშკარავებს მარსის ცუდ თვისებებს: აგრესიას, სიბრაზეს, დამანგრეველი პროცესები, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. გირჩევთ, +/- 3 დღე იყოთ მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, თავშეკავებული და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. გარდა ამისა, მარსი (აქტიურობა, აგრესია) ცუდად დაუპირისპირდება რეტროგრადულ პლანეტებსაც. 4 აგვისტოს იუპიტერს (ხალხი, ავტორიტეტები). 13 აგვისტოს პლუტონს (ტრანსფორმაცია, ძლიერი ძალები), ეს ერთ-ერთი ძლიერი და საკმაოდ მძლავრი მომენტი იქნება. შეიძლება გვეთქვა, რომ ამ ასპექტს შეიძლება მოჰყვეს ცუდი მოვლენები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რეტროგრადული პლანეტების გავლენა ასეთი ძლიერი არ იქნება. თუმცა, სიფრთხილე, თავშეკავება და დაკვირვება არავის გვაწყენს.

24 აგვისტოს მარსი სატურნს დაუპირისპირდება. ცოტა შეარბილეთ ტონი, ცოტა მოთოკეთ თავი, ცოტა მეტად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, წესები - ყველგან და ყველაფერში და არც ერთ შემთხვევაში არ გადაზარდოთ უსიამოვნება დაპირისპირებაში. უმჯობესია, კორექციები შეიტანოთ მიზნებში, გააქტიურდეთ საქმეების მოგვარებაში და არა აგრესიით ან ბრძოლით, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ და წვრილმანებზე დაკვირვებით.

15 აგვისტოს პლანეტა ურანი კუროს ზოდიაქოს ნიშანში რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება (ურანი გაასწორებს სვლას 2021 წლის 14 იანვარს). ნაკლები რისკი გმართებთ, მეტი სიფრთხილე ავტო და ავიამგზავრობისას, ელექტრომოწყობილობებთან. ეს ასპექტი ყველაზე არ იმოქმედებს, მათზე, ვისაც პირად რუკაში ურანთან დაძაბული ასპექტი აქვს.

19 აგვისტოს, 20:08-ზე ახალმთვარეობას ველოდებით ლომის ზოდიაქოში. მოსალოცად გვაქვს საქმე, რადგან შედარებით სასიამოვო დღე იქნება. ადამიანები გააზრებულად და გონებრივად იმოქმედებენ. გააქტიურდება კარიერასთან, ბიზნესთან, ხანგრძლივვადიან პროექტებთან დაკავშირებული თემები. გააზრებული ნაბიჯები კარგ შედეგს მოგიტანთ, სასურველია, 10 სექტემბრამდე მოაგვაროთ საქმეები, სანამ პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება. აქვე უნდა გაგახაროთ, რომ ახალმთვარეობაზე იქნება პლანეტების ვენერესა და ურანის ჰარმონიული ასპექტი, რამაც შეიძლება სასიხარულო სიახლეები მოგვიტანოს პირად ცხოვრებაში, ახალი სიყვარული და ვნებიანი გრძნობები.

დაბოლოს, 22 აგვისტოს მზე გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში.

ბედნიერ და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე აგვისტოს გისურვებთ!

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა

"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ