ავტორი:

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

ბოლო დროს ჩვენში ყველა ჩივის, რომ ნეგატიურმა ამბებმა ძალიან მოიმატა და საინფორმაციო საშუალებებიც მხოლოდ ამას აშუქებენ. შექმნილ ვითარებას ambebi.ge - სთან ასტროლოგი ხათუნა ნოელი აფასებს:

- მართლაც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ვცხოვრობთ დროში, როცა ისტორიის ახალი ფურცელი იწერება. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს პერიოდი ბევრი რამით ჰგავს თუნდაც 29-30 წლის წინანდელ ვითარებას, ანუ 90-იანი წლების დასაწყისს. როდესაც ძველი, ჩვეული ცხოვრების წესი ჩამოიშალა და ახალთან მოგვიწია შეგუება. ისტორია ხომ სპირალისებურ ციკლებად მეორდება...

- და ასტროლოგია განაპირობებს ამ ყველაფერს?

- რასაკვირველია. სამყაროში ხომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია... თუ ვნახავთ, პლანეტათა რა განლაგება განაპირობებდა იმ პროცესებს მაშინ და რა ხდება ცაზე ახლა, ანალოგიას მარტივად დავინახავთ.

მაშინაც და ახლაც, როცა მიმდინარე პროცესები დაიწყო, პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში მოძრაობდა. სწორედ მისი მერწყულში ტრანზიტის დროს გვშორდება ხოლმე ყველაფერი, რაც სამყაროსეული ევოლუციის თვალსაზრისით ძველია და დრომოჭმული, ამავდროულად მკვიდრდება ახალი, შესაძლოა ექსტრაორდინარული და ზოგჯერ შოკისმომგვრელი წესები...

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სატურნი ასტროლოგიაში დროდადრო ანგრევს იმ სისტემას, რომელიც ადრე თავადვე შექმნა.

თუმცა, რასაკვირველია, აქ მხოლოდ სატურნის ტრანზიტს არ უმუშავია, იყო კიდევ ბევრი სხვა ასტროლოგიური ფაქტორიც... თუნდაც ახლახან მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები რომ ავიღოთ, მათ საფუძვლად შავი მთვარის (იგივე ლილიტის) ვერძის ნიშანში ტრანზიტი უწყობს ხელს, სწორედ ეს განაპირობებს ამდენ მომძლავრებულ აგრესიას და უბედურ შემთხვევებს.

- როგორ მოვიქცეთ, რათა შევამციროთ ასეთი ფაქტები?

- ჯერ როგორც ასტროლოგი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლომდე, ვიდრე ლილიტი ვერძის ნიშანს გადის, შევეცადოთ და მაქსიმალურად ვერიდოთ კონფლიქტებს. მართალია, ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფაქტობრივად, ორი ეპოქის მიჯნაზე გავდივართ და ეს არაა ხანმოკლე პროცესი... ალბათ მკითხავთ, როდის დასრულდება?

ჩემი პროგნოზი ასეთია, 2021 წელიც რთული იქნება, მაგრამ დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის და მომავალში ბევრად უკეთესი სამყარო გველის.

როგორც მოქალაქე კი, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ალბათ განათლებას და ზოგადად აღზრდას უნდა მეტი დრო დაეთმოს... იხილეთ სტატია სრულად

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე