ავტორი:

"მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა" - ანა დოლიძე

"მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა" - ანა დოლიძე

მოძრაობა „ხახლისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძის განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის კენჭს. შესაბამისი განცხადება ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა.

"ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას.

ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით",- წერს დოლიძე "ფეისბუქზე".

"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"სიმართლეა თუ ტყუილი, ეს უპირველესად სახელმწიფოს პრობლემაა?" - რატომ "გამოყარეს" ჩანაწერები მაინცდამაინც ახლა და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან: ოპოზიცია, რუსეთი, გახარია?