ავტორი:

"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

"მთავრობამ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას" - რა წერია საქართველოს მეგობრების ღია წერილში

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ, - ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, სათაურით : "საქართველოს მეგობრების ღია წერილი მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით".

"ჩვენ, ხელმომწერნი, თავს საქართველოს მეგობრებად ვთვლით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიის დროს შექმნილი გასაჭირის დროს ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი გამძლეობით, მათი მოწოდებით, შეინარჩუნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში შეჭრასა და მისი ლიდერის დაპატიმრების შესახებ. მისი არ გათავისუფლება შეუძლებელს გახდის ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირება გამოიწვია. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიის დროს ჯანდაცვის საკითხების გადაწყვეტაში, არამედ, აგრეთვე, აზიანებს საქართველოს, რეგიონში სტაბილური როგორც პარტნიორისა და ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისადმი ერთგული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას. მიმდინარე მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი,“- აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები დემოკრატიის მშენებლობის პროცესი არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს შეიცავდეს.

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება შეიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ამომრჩევლის მისწრაფებები და საკუთარი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკას, რომლებსაც ისინი მხარს უჭერდნენ წინასაარჩევნო პერიოდში.

არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უფლება აქვთ სამართლიანად და ღიად განაცხადონ საკუთარი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მიერ მინიჭებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების გასამართად, რაც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

მშვიდობიანი გზებითა და ლეგალური არხების გამოყენებით კამათის გადაწყვეტით საკუთარი ქვეყნის წინსვლას ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი.

მათი საერთო მიზანი მრავალპარტიული პარლამენტი უნდა იყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლის სურვილს ასახავს და შესაბამისად, ქართველი ხალხის მხრიდან სრული ნდობით სარგებლობს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.

"საქართველომ დემოკრატიის წინა ტესტებს გაუძლო. წარსულში არსებულ კრიტიკულ მომენტებში, მისმა ლიდერებმა უკან დაიხიეს და არ გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები. საქართველო ამჟამად არის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტში, რასაც ზოგიერთი აღწერს, როგორც “ ეგზისტენციალური”. მთავრობამ, როგორც ხელმძღვანელმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას, რომლის მიზანიც კომპრომისის მიღწევაა, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უახლესი მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო სასწრაფოს ხდის. დრო არსებითად მნიშვნელოვანია!

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს, ნუ გაფლანგავენ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორები, აცხადებენ, რომ ისინი, როგორც საქართველოს მეგობრები, მზად არიან, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ძალისხმევით იმისთვის, რომ გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუციები.

წერილის ხელმომწერებს შორის არიან:

იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი; მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში; კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი; სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო; უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში; ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი, პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი; ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში; გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი; ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი; ჯონათან კაცი, აშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი, იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში; ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი და NDI Georgia-ს ყოფილი დირექტორი; კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში და სხვები.

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

"ის მიზეზი, რაც "ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს იწვევდა, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო" - ნათია თურნავა

"როდესაც დავუბრუნდები სრულფასოვნად საქმიანობას, გეტყვით ჩემს დამოკიდებულებებს და ხედვებს" - კახა კალაძე