ავტორი:

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

"დღეს ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს" - რა ხაფანგი დაუგო ივანიშვილმა ოპოზიციას?

ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა - "ოცნების" ხელისუფლების დამარცხება, ჯერჯერობით ისევ ძალიან რთულ და შორეულ პერსპექტივად რჩება. საზოგადოების მოლოდინი, მესამე ცენტრის შექმნა და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანება, ამაო აღმოჩნდა. ხელისუფლების დამარცხების იდეით "გაერთიანებული ოპოზიცია", არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იშლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. პოლიტოლოგ-ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. თითქმის ყველა არჩევნების წინ ამის კონტურები ჩნდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და პარტიების ძალაუფლების სურვილი დაპირისპირების საგნად არაერთხელ ქცეულა. ამჯერად, პოლიტიკურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" განხეთქილების ვაშლი "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გახდნენ, რომლებიც ერთიან კოალიციას გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აპირებენ ბრძოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხებისთვის.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი პირიქით ფიქრობენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, მაჟორიტარის მიერ წარმართულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს პროპორციული სიით გამარჯვებაში, რაც მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვების საწინდარი იქნება.

"რეგიონებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია საკუთარი კანდიდატების დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც არ შეიცვლება. თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები, რაღაც მოსაზრებით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამაზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვქონდა გაცხადებული. თბილისთან დაკავშირებით გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი, ორი ოლქი - დიდუბე და საბურთალო დღემდე არის დაუკომპლექტებელი და ეს ძალიან გვიშლის ხელს საარჩევნო კამპანიაში. აბა ნახეთ, რა ხდება გლდანში, სამგორში, მიდის ინტენსიური საარჩევნო კამპანია, ვინაიდან გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიის ამუშავებაში. ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება მეორე ტურში თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების საწინდარი იქნება.

მაჟორიტარული ოლქი კი არ არის გამარჯვების მთავარი ნაწილი, არამედ პროპირციული სია, როცა გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე "ქართული ოცნება" და მისი სატელიტი თუ სატელიტები. მარცხდები პროპორციულ სიაში? - მოდის ახალი ხელისუფლება და მეორე ტურში ფაქტობრივად, როგორც არაერთხელ გვინახავს, რჩება გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იგებს პროპორციულ სიას. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა,"- განაცხადა გოცირიძემ. იხილეთ სრულად

LIVE - Newsroom-ის სტუმრები არიან რომან გოცირიძე და ვახტანგ კალოიანი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების პოზიცია; თოფაძე-ჟვანიას საქმე; თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია

"სააკაშვილის განცხადება არის პუტინისტური რუსეთის და ივანიშვილის კლიმატი" - რა განაცხადა ბოკერიამ სააკაშვილის მიერ ვაშაძის კრიტიკაზე?