ავტორი:

"წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს, თუ არა" -  გახარიას შეფასება რურუას განაჩენზე

"წარმოდგენა არ მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს, თუ არა" -  გახარიას შეფასება რურუას განაჩენზე

"თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას დაკავების შესახებ საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის.

"ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვადასხვა იურიდიული ფორმები არსებობს.

შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,-აცხადებს პრემიერი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

"საქართველოში მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა, ყველა იმ ადამიანის გამოსავლენად, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი"

მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

შეხვდება თუ არა გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს - პრემიერის კომენტარი