ავტორი:

"გუკა ამირხანაშვილს შეეშინდა, ფეხებზე დაიკიდა ძმაკაცი და მთელი ღამე ლისზე სვამდა" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

"გუკა ამირხანაშვილს შეეშინდა, ფეხებზე დაიკიდა ძმაკაცი და მთელი ღამე ლისზე სვამდა" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

"ამირხანაშვილს შეეშინდა და თავისი ძმაკაცი ფეხებზე დაიკიდა... მთელი ღამე რომ სვამდა ლისზე, რატომ მაშინ არ გაახსენდა?!" - ამის შესახებ დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თამაზ ხომასურიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი და ოქროს მოწმე გუკა ამირხანაშვილი ჩვენებებში იტყუება.

"ამირხანაშვილი ხან რას ამბობს, ხან რას... ამბობს, რომ მეთქვა, გამიჩერეთო, მანქანას გამიჩერებდნენო. მერე თქვა, რომ ეს ნახალოვკელები განვარიდე შაქარაშვილსო. თუ განარიდეს ესეიგი შაქარაშვილი არც უნახიათ.

განვარიდეო იმიტომ ამბობს, რომ მეგობრებმა უთხრეს, ძმაკაცი როგორ დატოვეო. როგორც ხდება ხოლმე ახალგაზრდა ბიჭებში... მაგან მოიგონა ეგ, რომ განვარიდეო იმათო, თორენ თვითონ იყო შეშინებული სინამდვილეში.

ძმაკაცი დაიკიდა ფეხებზე და წამოვიდა თბილისში. როდესაც ჩამოვიდა, რამ შეუშალა ხელი, რატომ არ მიბრუნდა და არ მოძებნა თავისი ძმაკაცი? ლისზე რომ მთელი ღამე გულაობდა, თავის ძმაკაცი რომ დილით გაახენდა" - აღნიშნა ხომასურიძემ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, "მიგზავნილი იყო"

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს