ავტორი:

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" - "რადიო თავისუფლება" გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს

"რადიო თავისუფლება" გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის გუკა ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებას აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ ხუთი პირისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი გახდა.

მათ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ დოკუმენტში ამირხანაშვილი 19 ივნისის ღამეს დეტალურად იხსენებს. ოქროს მოწმე "ტოიოტა კამრიში" გამართული დიალოგის დეტალებზე საუბრობს:

"არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, "როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?".

აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი“ - ნათქვამია ჩვენებაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი "სატელიტური სურათების" გამოქვეყნებას ითხოვს - "გამოაქვეყნონ და გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ"

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა