ავტორი:

მარიტა ჯანაშია თხოვდება - მოდელს ხელი ცნობილმა მომღერალმა პირდაპირ ეთერში სთხოვა

მარიტა ჯანაშია თხოვდება - მოდელს ხელი ცნობილმა მომღერალმა პირდაპირ ეთერში სთხოვა

ტელეკომპანია "პოსტვ"-ზე დილის გადაცემაში დღეს მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. მარიტა ჯანაშიას მომღერალმა თემო საჯაიამ ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანიაში გაიცნო, სადაც დილის გადაემა მიჰყავდათ. მარიტას და თემოს საზოგადოება კარგად იცნობს. ცნობილი მოდელსა და პოპულარულ მომღერალს წარსულში საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდათ, რომელიც წლებს ითვლიდა.

მარიტა ჯანაშიასა და ნიკო გომელაურის ვაჟის ჯეჯი გომელაურის სასიყვარული ისტორია შვიდ წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე თვის წინ მარიტამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში დაშორების შესახებ პირველად ისაუბრა.

მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილმა ამდენი წლის მანძილზე ცალკე ცხოვრება ვერ შეძლო. მარიტა და ჯეჯი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

მარიტა ჯანაშია და ჯეჯი გომელაური

საინტერესო სასიყვარული ისტორია ჰქონდა თემო საჯაიასაც, რომელიც თითქმის ქორწილამდე მივიდა. მომღერალი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბალერინა ნინა სამადაშვილს დაშორდა, რომელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა.

თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია გრძნობებს ბოლო დროს აღარ მალავდნენ. ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებდნენ ერთად გადაღებულ ფოტოებს. მათი სასიყვარული ისტორია რამდენიმე თვეს ითვლის, თუმცა მედიასთან ერთად ყოფნას არ ადასტურებდნენ.

მართალია, სატელევიზიო სეზონი ხელის თხოვნით დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ახლა სეზონზე ოჯახურ წყვილში გააგრძელებენ თუ არა დილის გადაცემის წაყვანას.

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე

სალომე ღვინიაშვილისა და ანუკი არეშიძის ცეკვა მეგობრის ქორწილში - როგორ ერთობიან ქართველი ვარსკვლავები