ავტორი:

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ

ცნობილ ექიმებს ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ. ბაია კუზანოვა ბიჭის დედა გახდა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და თავს კარგად გრძნობს. სასიხარულო ამბავი ნინო კუზანოვამ "ფეისბუქზე" დაწერა.

"დაიბადა ჩემი ღრიალა ლომუნია ბიჭი, ბებია ვარ" - წერს ნინო კუზანოვა და სამშობიაროდან დედისა და ახალშობილის ფოტოსაც აქვეყნებს.

ბაია კუზანოვა გასული წლის ივლისში გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს. თუ სხვები საკუთარ დაქორწინებას ძვირადღირებულ რესტორნებში იხდიან და ასეულობით ადამიანს ეპატიჟებიან, ისინი ამ მხრივაც გამორჩეულად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში, ვიწრო წრეში გადაიხადეს.

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის