ავტორი:

"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.

ამის შესახებ სააკაშვილმა "მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია.

ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს, ზოგი არ ამართლებს. მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ ხელით. ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილია, მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი. ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ყველაზე მეტი ოცნება, რომ ივანიშვილის თანამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეს და ვერც ვერავინ, რადგან მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. და დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას“, - აცხადებს სააკაშვილი (ნახეთ ვიდეო).

ექსპრეზიდენტის ამგვარ განცხადებას გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ვაშაძემ "ფეისუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სუპერგმირის ფორმაშია.

"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!“ - წერს ვაშაძე ფოტოს აღწერაში.

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე