ავტორი:

"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე

"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია.

ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მოტივებზე საუბარს საფუძველი არ გააჩნია.

"მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?