ავტორი:

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

"ოთახი, სადაც მოხდა ჩხუბი, დალუქულია და იკვლევენ" - რას აცხადებს ლევან თოფაძის მამა

დაჭრილი ლევან თოფაძის მამის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, კვლავ დალუქულია და შემთხვევის დღის შემდეგ იქ საგამოძიებო უწყებიდან არავინ მისულა.

მისი თქმით, გამოკითხვაზე არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.

„პირველ დღეს იყვნენ, დალუქეს ყველაფერი, გასაღებიც წაღებული აქვთ. იქ, სადაც მოხდა ჩხუბი, დაკეტილია და იკვლევენ. დანარჩენი - ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი თოფაძემ.

რაც შეეხება დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი თოფაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კვაჭაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა.

„მინდა გითხრათ, რომ ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, ჯერჯერობით ორივე პაციენტს უტარდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებულა. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა კვაჭაძემ.

რაც შეეხება ლევან თოფაძეს, ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

რას ამბობენ მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე ახლობლები და რას აცხადებენ "ჰერაში"

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"