ავტორი:

"ბატონ გოგი თოფაძეს პატივს ვცემ, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს, არ შეესაბამება სიმართლეს" - ბუსა ჟვანიას ადვოკატი

"ბატონ გოგი თოფაძეს პატივს ვცემ, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს, არ შეესაბამება სიმართლეს" - ბუსა ჟვანიას ადვოკატი

საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჭკადუა განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

"სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბუსას შეეფარდა პატიმრობა.

ჯერ მისი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. იცით, რომ გამოძიება დაიწყო აბსოლუტურად სხვა მუხლით, შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება, დასაზუსტებელია ბევრი გარემოება, მათ შორის, რა გარემოებებში მიიღო თვითონ ბუსა ჟვანიამ დაზიანებები.

ბატონ გოგი თოფაძეს უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ, ძალიან კარგია, რომ ბავშვი კარგად გრძნობს თავს. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს საიდანღაც, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ბუსაც იყო იგივე საავადმყოფოში, არავინ არსად არ გარბის, დაველოდოთ გამოძიებას. ბუსას დაზიანებები აქვს მუცლის არეში", - განაცხადა ჭკადუამ.

ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.

გორში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ალექსანდრე არჩუაძეა, მეტსახელად "ბოთე"

გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა შემთხვევის ადგილას

შსს-ს ცნობით, თელავში პირმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ამბის გაგების შემდეგ კი, გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა