ავტორი:

ძლიერი აფეთქება ბეირუთში - დაშავებულთა რიცხვი დიდია

ძლიერი აფეთქება ბეირუთში - დაშავებულთა რიცხვი დიდია

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაშავებულთა რიცხვი დიდია. ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ასს აჭარბებს.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა მინა ჩამსხვრეულია და ქუჩებში დაშავებული ხალხი დადის. სრული ქაოსია“, - განუცხადა „როიტერს“ ადგილობრივმა თვითმხილველმა.

BBC შესაძლო მეორე აფეთქების შესახებაც წერს.

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

"არ არსებობს  საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ფოტოები კალიფორნიიდან, სადაც მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან - 8 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია