ავტორი:

ვრცელდება კადრები, რომელიც ბეირუთში უძლიერესი აფეთქების პირველ წუთებშია გადაღებული

ვრცელდება კადრები, რომელიც ბეირუთში უძლიერესი აფეთქების პირველ წუთებშია გადაღებული

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაშავებულთა რიცხვი დიდია. ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი - მასშტაბური.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ასს აჭარბებს.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა მინა ჩამსხვრეულია და ქუჩებში დაშავებული ხალხი დადის. სრული ქაოსია“, - განუცხადა „როიტერს“ ადგილობრივმა თვითმხილველმა. BBC შესაძლო მეორე აფეთქების შესახებაც წერს.

აფეთქების მომენტში გადაღებულ კადრებს ავრცელებს Daily Mail.

ბეირუთში აფეთქების კვალი რუს ბიზნესმენზე გავიდა - "ყოველდღე ვწერდი პუტინს, დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ არაფრად ჩაგვთვალეს"

2013 წლის ისტორია: გემს ბათუმიდან ამონიუმის ნიტრატი მოზამბიკში გადაჰქონდა - ბეირუთში ქართული გვარჯილა აფეთქდა?!

78-მდე დაღუპული და 4 000-ზე მეტი დაშავებული - ბეირუთში საგანგებო მდგომარეობა და 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა (ფოტო)