ავტორი:

78-მდე დაღუპული და 4 000-ზე მეტი დაშავებული - ბეირუთში საგანგებო მდგომარეობა და 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა (ფოტო)

78-მდე დაღუპული და 4 000-ზე მეტი დაშავებული - ბეირუთში საგანგებო მდგომარეობა და 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა (ფოტო)

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი, - ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, ექვსი წლის განმავლობაში შენახვა მიუღებელია.

პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა.

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი