ავტორი:

"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

"მობილურით არ ვკონტაქტობდით, რატომ უნდა მომეძებნა?"-  რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო-ინტერვიუს ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელიც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

იგი ჟურნალისტს ბაჩანას სახელით ეცნობა. მისი თქმით, 23 წლის პროგრამისტი 2015 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტში გაიცნო.

"კურსელები ვიყავით. არ იყო ადვილად შესასვლელი ადამიანი, მასთან კონტაქტს ადვილად ვერ დაამყარებდი. ეს იყო ზოგადად, ჩემთან მიმართებაში არ ვამბობ. ჰიტლერის "ჩემს ბრძოლას" კითხულობდა და ამან მიიქცია ჩემი ყურადღება. ლექციის დროს კითხულობდა. გამიკვირდა ძალიან, რადგან ეგ წიგნი ადვილად წასაკითხი არ იყო და თავიდან სწორედ ამიტომ დავინტერესდი მისით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე ვხვდებოდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა" - ამბობს ახალგაზრდა.

მისი თქმით, მასაც და თამარსაც დაბადების დღე 19 ივნისს აქვთ და ბოლოს სწორედ ამ დღეს ნახა გოგონა. ბაჩანას ინფორმაციით, იუბილე ჯერ ლისზე, შემდეგ კი ძველ თბილისში აღნიშნეს.

"იქ სხვადახვა თემებზე ბევრი ვისაუბრეთ. მათ შორის იმაზე, რომ სამსახურიდან წამოსვლის თემას რომ გეგმავდა. უნდოდა წასვლა ისევ საფრანგეთში და კიბერუსაფრთხოების კუთხით სწავლის გაგრძელება. მას არ უთქვამს, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. შევნიშნე, რომ შორს ფიქრობდა, გეგმები ჰქონდა" - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ურთიერთობას, ბაჩანა ჰყვება, რომ მისმა ოჯახმა თამარის არსებობის შესახებ იცოდა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არ იცნობდა თამარის ოჯახს და მეგობრებს, გარდა მარიამ ვარდიაშვილისა, ხოლო დეა კაპანაძე სამძიმარზე გაიცნო.

"ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ ჩემს ცხოვრებაში თამარის არსებობის შესახებ, თუმცა მათთან ერთად არსად არ დავდიოდით" - ამბობს ბაჩანა.

მისი თქმით, "შეყვარებულის" დაკარგვის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბაჩალიაშვილი სამი დღის გაუჩინარებული იყო. კითხვაზე, რატომ არ მოიკითხა სამი დღის განმვლობაში, იგი ამბობს:

"მე 27-ში ვკითხე, წამოხვედი სამსახურიდან თუ არათქო. გაუჩნარებამდე ერთი დღით ადრე აქვს ჩემი მესიჯი ნანახი, თუმცა პასუხი არ აქვს დაბრუნებული. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ სამსახურში ბოლო შეკვეთებს მორჩებოდა და უნდა წამოსულიყო. თამარს რომ ეთქვა ჩემთვის, იქიდან წამოვედიო, ვნახავდი და აღარაფერი მოხდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიგე მისი გაუჩინარება, ვესაუბრებოდი თსუ-ს სტუდენტთა მომსახურების ცენტრს, საღამოს 9 საათი იყო სადღაც, პარკში ვიყავი და მომწერა მან, თამარი დაიკარგაო. მერე უკვე ინტერნეტშიც წავიკითხე. პარკიდან სახლში გავარდი... უკვე ტელევიზიითაც შევიტყე, რაც ხდებოდა" - ამბობს ის.

კითხვაზე, მოძებნა თუ არა იმ სამი დღის განმავლობაში "შეყვარებული", როდესაც ის არ ჩანდა, ბაჩანა პასუხობს: "რატომ უნდა მომეძებნა?"

"ჩემი სახსრებით არაფერი შემეძლო. ვერსად მოვძებნიდი, სახლში ვერ მივიდოდი. მშობლებს არ ვიცნობდი, სახლში ნამყოფი მანამდე არ ვყოფილვარ. რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში? ვეცნობოდი, რა მოხდა" - აღნიშნა მან.

კითხვაზე, გაუჩინარების შემდეგ, თუ დაურეკა ან მიწერა თამარ ბაჩალიაშვილს, ბაჩანა ამბობს, რომ "არა".

"მობილურით ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით, რატომ უნდა დაგვერეკა? როდესაც არსებობს სოციალური ქსელები" - განაცხა ბაჩანამ.

მისი თქმით, გოგონას დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.

"იქ გავიცანი მისი ნათესავი ილო, რომელმაც სახლში ჩემი თავი გააცნო თამარის ნათესავებს. არ მჯერა, რომ თავი მოიკლა თამარმა" - განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პოლიციამ უკვე ორჯერ დაკითხა.

როგორც ახალგაზრდა ჰყვება, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებზე მოხდა შეღწევა და მისი დაბლოკვა.

"კომპიუტერიდან გაუქმებულია "ფეისბუქი". წაშლილია მის მიერ გაგზავნილი მესიჯები. ასევე მოხდა მის "ინსტაგრამზე" წვდომა. სწორედ "ინსტაგრამზე" ატვირთა თამარმა ვიდეო, სადაც მე და ის ძველ თბილისში ვართ. იქ იყო ტეგები, მათ შორის "mylove" და სწორედ ეს ტეგია ამოშლილი, რომელიც მე მეკუთვნის", - განაცხადა ახალგაზრდამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?