ავტორი:

"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება

"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება

გასულ კვირას დაწყებული სკანდალი გრძელდება და ამჯერად ია ფარუალავა მეორედ ხდება კოლეგების კრიტიკის ობიექტი. ყველაფერი კი ასე დაიწყო - "რუსთავი 2"-ზე გასული "ფარული კონვერტის" მორიგი გადაცემა, რომლის სტუმარიც მოდელი გიორგი ნაზღაიძე იყო, ია ფარულავასთვის "საბედისწერო" აღმოჩნდა.

წამყვანს ერთდროულად მომღერალი თემურ თათარაშვილი და ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე დაუპირისპირდნენ. მაკამ იას არაკოლეგიალურობაში დასდო ბრალი, რადგან გადაცემაში მისი ფოტო-შარჟი გავიდა.

თემურ თათარაშვილი კი გიორგი ნაზღაიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რაც ერთ-ერთ საღამოზე ფეხზე ხელის დადებაში გამოიხატა. თემურ თათარაშვილმა მაშინ საჯარო სტატუსში ქიბარ ხალვაში მონიშნა და წერდა, რომ ამ ტელევიზიაში არასოდეს აღარ მივიდოდა. მალე სოციალური ქსელიდან აღნიშნული გადაცემა წაშალეს და თავიდან გამოაქვეყნეს, სადაც თათარშვილზე მონაკვეთი ამოჭრილი იყო.

ამბავი, როგორც ჩანს, ასე არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ ია ფარულავამ მაკა რაზმაძეს ვერ აპატია სტატუსში "ფარული კონვერტის" "სამპროცენტიან გადაცემად" მოხსენიება და მორიგი გადაცემის ანონსის გამოქვეყნებისას, კომენტარში კოლეგებს დასცინა:

"იმდენი იწიკვინეს წინა კვირას იმედელებმა, რომ რეიტინგმა აიწია თუნდაც არასკანდალურ სტუმარზე. დიდი მადლობა თქვენ ვინც ატეხეთ ამბები“ - დაწერა იამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსახიობსა და ტელეწამყვანს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"აღარ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ ახლა სქრინი ჩამიგდეს სადაც ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა. არც გამკვირვებია მისგან. ბოდიშის მოხდა მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. ჩასვრილებს კი უჭირთ და ყველაფერს იკადრებენ, რომ დაშავებულზე ბოდიში არ მოიხადონ.

ყველა ღირსეულმა ადამიანმა იცის, რომ თუ რაღაც შეცდომა მოუვიდა სხვა ადამიანის მიმართ-ბოდიშის მოხდა ყველაზე ღირსეული საქციელია. მაგრამ როცა იცი, რომ შემთხვევით კი არა შეგნებულად ჩაისვარე, მაშინ "ბოლომდე აწვები" და ასე ჭინთვა-ჭინთვებით უფრო და უფრო იჯ..ამ. ადამიანებს რომ დაბლოკავ და მერე მათ ზურგსუკან სიხარულის ყიჟინა გაქვს საკუთარ ვოლზე რაც მაგათ მახსენეს უფრო მეტი რეიტინგი მომივიდაო, ნეტა თუ ხვდები ასეთ დროს რასაც უსვამს ეს ხაზს? - იმას რომ საკუთარი რეიტინგით სამპროცენტიანი ხარ და თუ ვინმე გალანძღე იმის ხარჯზე 4 პროცენტი ხდები.

ვულოცავ "ფარულ კონვერტს" ჩვენი ლანძღვის ხარჯზე ერთი პროცენტის მატებას ერთ გადაცემაში. მეცინება ასეთ ქათმისტვინობაზე, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, გაიხარონ დროებით. წიკვინი მე არ მახასიათებს. იოლია ამის გადამოწმება ვის რა ტონალობის და სიმძიმის სიტყვა აქვს და ვინ წიკვინებს და ჩასვრილი დარბის.

ამაში მალე დარწმუნდება ყველა. არაპროფესიონალიზმი კი ისაა საკუთარ კოლეგებზე საკუთარ გადაცემაში რომ დასაცინ ფოტოკოლაჟებს გაუშვებ და არა მერე მათი მხრიდან ამაზე რეაქცია. აუხსენი ეს წამყვანო, შენს კედელზე ჩასახლებულ მუდმივ მპოსტავს და ნამდვილი რეიტინგების სქრინი დადე და არა „ფეიკის“. არა უშავს, ტელევიზიის ხელმძღვანელები ბოდიშებს იხდიან და წიწილებსაც შემოდგომაზე დავთვლით...“ - წერს რაზმაძე.

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?